საზოგადოება

საათნახევრის განმავლობაში უფასოდ მგზავრობა, მეტროსა და ავტობუსის გარდა, სამარშრუტო ტაქსითაც იქნება შესაძლებელი

16.07.19 13:00


თბილისის ვიცემერმა, ირაკლი ხმალაძემ მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა, რომ სათნახევრიან უფასო გადაჯდომაში ჩაერთვება, ასევე, მიკროავტობუსებიც, რაც იმას ნიშნავს, რომ ერთი გადახდით უკვე სამი სახეობის საზოგადოებრივი ტრანსპორტით მგზავრობა იქნება შესაძლებელი.


მისივე თქმით, ეს არის, დაახლოებით, ორწლიანი რეფორმა, რომელიც 2021 წლის ზაფხულში უკვე ახალი სისტემით დაიწყებს მუშაობას.


“ინტეგრირებული გადახდის სისტემა არის ავტობუსებსა და მეტროში, რაც იმას ნიშნავს, რომ, ვთქვათ, ავტობუსში გადაიხადა ბილეთის საფასური, საათნახევარი გადაჯდომის შემთხვევაში, მეტროში აღარ იხდის მგზავრი. სათნახევრიან უფასო გადაჯდომაში ჩაერთვება ასევე მიკროავტობუსებიც, რაც იმას ნიშნავს, რომ ერთი გადახდით უკვე სამი სახეობის საზოგადოებრივ ტრანსპორტში შევძლებთ მგზავრობას. ეს არის დაახლოებით, ორწლიანი რეფორმა, რომელიც 2021 წლის ზაფხულში უკვე ახალი სისტემით დაიწყებს მუშაობას. დეტალური გაანგარიშება ჯერ არ არის გაკეთებული, მაგრამ შემიძლია გითხრათ ერთადერთი რამ, საზოგადოებრივ ტრანსპორტში დღეს რა თანხაც იკრიბება მგზავრებიდან, იგივე თანხა მოიკრიბება მომავალშიც, არ მოხდება უფრო მეტი თანხის ამოღება მგზავრებიდან ვიდრე ეს ხდება დღეს. მოხდება შეწონილი ტარიფის განსაზღვრა, რომელზეც ჯერ არავინ   ვართ მზად, რომ ვთქვათ, რა მოუვა ამ ციფრებს, მაგრამ კიდევ ერთხელ ვამბობ, რომ ჩვენ გვაქვს სწორება იმაზე, რომ რა თანხის მოკრებაც ხდება დღეს მგზავრებიდან მიკროავტობუსების, ავტობუსებისა და მეტროს საშუალებით, ეს ზღვარი იქნება დაცული”, – განაცხადა ირაკლი ხმალაძემ.

 

წყარო: ინტერპრესნიუსი/ IPN

წაკითხულია : 127


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები