საზოგადოება

საქართველოს მეცნიერები ციტირების ინდექსით პოსტსაბჭოთა სივრცეში ლიდერები არიან

16.07.19 13:25


მსოფლიოს ერთ-ერთი ყველაზე დიდი სამეცნიერო ბაზის Web of Science-ის მონაცემების მიხედვით, საქართველოს მეცნიერების, მკვლევართა პუბლიკაციებს ციტირების ყველაზე მაღალი ინდექსი აქვთ პოსტსაბჭოთა ქვეყნებს შორის, რაც საქართველოს მეცნიერების დიდი საერთაშორისო წარმატებაა და ადასტურებს მათი კვლევების მაღალ დონეს, სამეცნიერო ნაშრომებისაქტუალობასა და მაღალკონკურენტუნარიანობას, მოთხოვნადობას მსოფლიოს მასშტაბით.


ციტირების ინდექსი – მკვლევარის სამეცნიერო პროდუქტიულობის, აქტუალობისა და გავლენის შეფასებაა, რომელიც გამოითვლება ერთი მეცნიერის ციტირებადი ნაშრომების რაოდენობისა და სხვა მეცნიერთა შრომებში მისი ციტატების რაოდენობის მაჩვენებელზე დაყრდნობით.


პირველად მოხდა, რომ საქართველოს მეცნიერების პროდუქტიულობის, ციტირების მაჩვენებელი ასეთი მაღალია, რასაც ადასტურებს მსოფლიოს ერთ-ერთი წამყვანი სამეცნიერო ბაზის მიერ გამოქვეყნებული სტატისტიკა. ბაზაში საქართველოდან განთავსებულია 6112 პუბლიკაცია და ციტირების მაჩვენებელი შეადგენს 20. 69-ს. ეს მონაცემები ადასტურებს, რომ ქართველი მეცნიერების კვლევების ხარისხი ბევრად მაღალია.


ქართველი მეცნიერების ეს მიღწევა, სამეცნიერო პროდუქტიულობის მაღალი მაჩვენებელი განათლებისა და მეცნიერების სფეროში გატარებული სახელმწიფო პოლიტიკის, შედეგზე ორიენტირებული მიმდინარე ცვლილებების შედეგია; აღსანიშნავია, რომ შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდის საგრანტო კონკურსებში გამარჯვებული მეცნიერებისთვის ერთ-ერთი მოთხოვნა მათ მიერ მაღალრეიტინგულ სამეცნიერო ჟურნალებში პუბლიკაციების გამოქვეყნებაა.

 

წყარო: kvira.ge

წაკითხულია : 118


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები