საზოგადოება

მიხეილ ბატიაშვილი - როგორც სხვა ავტორებს, ასევე გოგებაშვილს აქვს უფლება, სკოლაში მისი “დედა ენაც” არსებობდეს

16.07.19 14:30


არსებობს “დედა ენის” გრიფირებული სახელმძღვანელოები და როგორც სხვა ავტორებს აქვთ უფლება, ასევე გოგებაშვილს აქვს უფლება, რომ მისი “დედა ენაც” არსებობდეს სკოლაში, - ასე გამოეხმაურა განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრი მიხეილ ბატიაშვილი სექტემბრიდან სკოლებში იაკობ გოგებაშვილის “დედა ენის” დაბრუნებას.

 

ბატიაშვილის თქმით, გოგებაშვილის “დედა ენა” იქნება დამატებითი სასწავლო რესურსი და სკოლა თვითონ გააკეთებს არჩევანს არსებულ გრიფირებულ სახელმძღვანელოებს შორის.

 

“მოგეხსენებათ, რომ არსებობს გრიფირებული სახელმძღვანელოები, რომლებიც სკოლებში ისწავლება პირველი კლასიდან და ამას ემატება გოგებაშვილის “დედა ენა”, უბრალოდ ეს არის ახალი სასწავლო რესურსის დამატება. სკოლა უკვე თვითონ აკეთებს არჩევანს არსებულ გრიფირებულ სახელმძღვანელოებზე, მაგრამ ყველაზე მთავარი რაცაა, ეს არის თავისუფალი არჩევანი სკოლების და იმ პედაგოგების, რომლებიც თვითონ წყვეტენ, რომელი სასწავლო რესურსი გამოიყენონ. თუ ამაში პარალელურად კიდევ გამოიყენებენ გოგებაშვილის „დედა ენას“, ამაში არ მგონია რამე ცუდი იყოს, პირიქით, ჩვენი სტრატეგია, რასაც პირველი დღიდან ვაცხადებთ, ერთი მხრივ, არის ევროპულ სტრუქტურებში ინტეგრაცია, სკოლებში რაც შეიძლება მეტი ტექნოლოგიებისა და ინოვაციების შეტანა, მაგრამ, მეორე მხრივ, ჩვენი ეროვნული საგანძურის და ჩვენი ფასეულობების დაცვა”, - განაცხადა ბატიაშვილმა.

 

წყარო: ინტერპრესნიუსი/ IPN

 

წაკითხულია : 118


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები