პოლიტიკა

შაორში „მომავლის ბანაკი“ გაიხსნა

17.07.19 11:05


შაორში „მომავლის ბანაკი“ გაიხსნა, სადაც 1000-ზე მეტი სტუდენტი სრულიად უფასოდ დაისვენებს,- ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ ბავშვთა და ახალგაზრდობის ეროვნული ცენტრიდან აცნობეს.

 

ღონისძიებაზე ბავშვთა და ახალგაზრდობის ეროვნული ცენტრის უფროსმა გიგა გაბელაიამ მონაწილეებს ბანაკში ნაყოფიერი დასვენება უსურვა.

 

„საინტერესო და ორიგინალური პერფორმანსით წარსდგნენ ბანაკის მონაწილეები დამსწრე საზოგადოების წინაშე.

 

ბანაკს პირველ ნაკადზე პროექტის „ახალგაზრდა ხელოვანი“ 132 ფინალისტი ესტუმრა. შერჩეული მონაწილეები გაივლიან 5 დღიან მასტერკლასს და პროფესიონალი ჟიურისა და კონსულტანტების დახმარებით შექმნიან ნახატებს (წელიწადის 12 თვის თემატიკაზე) და დაწერენ მოთხრობებს. საუკეთესო ნამუშევრები დაიბეჭდება წიგნისა და კალენდრის სახით. მნიშვნელოვანია, რომ აღნიშნული წიგნი დაიბეჭდება ბრაილის შრიფტითაც“, - აცხადებენ ბავშვთა და ახალგაზრდობის ეროვნულ ცენტრში.

 

წელს ბანაკი 8 ნაკადად განხორციელდება და მონაწილეობას 1000-ზე მეტი ახალგაზრდა მიიღებს.

 

ცნობისთვის, „მომავლის ბანაკი“ შაორში არის პირველი სტუდენტური მასშტაბური ბანაკი საქართველოში, რომელიც უმაღლესი და პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულების სტუდენტებს შესაძლებლობას აძლევს ჩაერთონ სხვადასხვა ტიპის საგანმანათლებლო, შემეცნებით, სპორტულ და მოხალისეობრივ აქტივობებში.

 

პროექტის მიზანია, ახალგაზრდების ჩართვა რეკრეაციულ, საგანმანათლებლო, სპორტულ და შემეცნებით აქტივობებში. ასევე, მოხალისეობის შესახებ ახალგაზრდების ცნობიერების ამაღლება.

 

 

 

წყარო: ინტერპრესნიუსი/ IPN

წაკითხულია : 109


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები