საზოგადოება

მზის ენერგეტიკის პროექტებზე მომუშავე საერთაშორისო კომპანია Sky Power საქართველოთი ინტერესდება

17.07.19 11:20


მზის ენერგეტიკის პროექტებზე მომუშავე საერთაშორისო კომპანია Sky Power საქართველოთი ინტერესდება.

 

როგორც „ინტერპრესნიუსისთვის“ გახდა ცნობილი, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო საერთაშორისო კომპანია Sky Power-თან მოლაპარაკებებს აწარმოებს.

 

აღნიშნულ ინფორმაციას უწებაშიც ადასტურებენ. როგორც „ინტერპრესნიუსს“ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროში განუცხადეს, Sky Power-თან მოლაპარაკებები მიმდინარეობს, დეტალები კი მოგვიანებით გახდება ცნობილი.

 

„საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო მოლაპარაკებებს აწარმოებს საერთაშორისო კომპანიასთან Sky Power, რომელიც ახორციელებს პროექტებს მზის ენერგეტიკაში. დეტალური ინფორმაცია აღნიშნული მოლაპარაკების შესახებ მოგვიანებით გავრცელდება”, - განუცხადეს „ინტერპრესნიუსს“ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროში.

 

ცნობისთვის, Sky Power განახლებადი ენერგიის მიმართულებით მომუშავე მსხვილი საერთაშორისო კომპანიაა, რომელიც ფლობს, ვითარდება, აშენებს და მართავს მზის ენერგიის პროექტებს. კომპანიის სათავო ოფისი კანადაში მდებარეობს და ის პროექტებს მთელი მსოფლიოს მასშტაბით ახორციელებს.

 

წყარო: ინტერპრესნიუსი/ IPN

წაკითხულია : 100


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები