პოლიტიკა

კახა კალაძე - გვაქვს ამბიცია და “ქართულ ოცნებას“ იმის რესურსიც გააჩნია, რომ 2020 წლის არჩევნებზე პარლამენტში უმრავლესობით მოვიდეს

17.07.19 15:10


გვაქვს ამბიცია და პარტია “ქართულ ოცნებას“ იმის რესურსიც გააჩნია, რომ 2020 წლის არჩევნებზე პარლამენტში უმრავლესობით მოვიდეს, თუმცა ყველაფერი ჩვენი ქვეყნის მოსახლეობაზეა დამოკიდებული, - ამის შესახებ ჟურნალისტებს პარტია “ქართული ოცნების“ გენერალურმა მდივანმა კახა კალაძემ განუცხადა.

 

კითხვაზე, ვისთან ითანამშრომლებს “ქართული ოცნება“, პარტიის გენერალურმა მდივანმა განაცხადა, რომ ამას მომავალი აჩვენებს.

 

მისივე თქმით, იქნება თუ არა მომავალი მთავრობა კოალიციური და რამდენი პარტია მოხვდება პარლამენტში, მოსახლეობაზეა დამოკიდებული.

 

“მივესალმები ჩვენი გუნდის გადაწყვეტილებას საარჩევნო სისტემის შეცვლასთან დაკავშირებით. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი, წინგადადგმული ნაბიჯი. ყველაფერი დამოკიდებულია ჩვენი ქვეყნის მოსახლეობაზე. ზუსტად მოსახლეობამ უნდა დააფიქსიროს თავისი მოქალაქეობრივი ვალი 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებში და თავიანთი გემოვნების, პოლიტიკური შეხედულებების მიხედვით, იმ პროგრამების მიხედვით, რაც წარდგენილი იქნება პოლიტიკური პარტიების მხრიდან და რომელიც პროგრამაც ახლოს იქნება ადამიანებთან - ზუსტად ასე უნდა მიიღონ გადაწყვეტილება“, - განაცხადა კახა კალაძემ.

 

წყარო: ინტერპრესნიუსი/ IPN

წაკითხულია : 118


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები