პოლიტიკა

ირაკლი კობახიძე - საკონსტიტუციო სასამართლოში ჩემს მიერ რაიმე პოზიციის დაკავება არ განიხილება

17.07.19 15:50


პარლამენტის ყოფილი თავმჯდომარის და „ქართული ოცნების“ აღმასრულებელი მდივნის, ირაკლი კობახიძის განმარტებით, ის საკონსტიტუციოსასამართლოში რაიმე პოზიციის დაკავებას არ განიხილავს.

 

როგორც კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა, პარტიულ საქმიანობაშია აქტიურად ჩართული და მუშაობას ამ მიმართულებით აგრძელებს.

 

„მთლიანად ვარ ჩართული პარტიულ საქმიანობაში და ასე ვაპირებ მუშაობის გაგრძელებას არჩევნების ბოლომდე. შესაბამისად, სხვა საკითხი, მათ შორის საკონსტიტუციო სასამართლოში რაიმე პოზიციის დაკავება არ განიხილება“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

 

წყარო: ინტერპრესნიუსი/IPN

წაკითხულია : 118


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები