საზოგადოება

ეკონომიკის სამინისტროს „ქართლის ქარის ელექტროსადგურის" გასხვისებისთვის ახალი სამოქმედო გეგმის შემუშავება დაევალა

18.07.19 10:40


ეკონომიკის სამინისტროს "ქართლის ქარის ელექტროსადგურის" გასხვისებისთვის ახალი სამოქმედო გეგმის შემუშავება დაევალა.

 

საქართველოს მთავრობის განკარგულებით, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს დაევალა უზრუნველყოს შპს "ქართლის ქარის ელექტროსადგურის" 100%-იანი წილის აუქციონის გზით გასხვისებისთვის ახალი სამოქმედო გეგმის შემუშავება.

 

უწყებამ ელექტროსადგურის გაყდვის გეგმა, "საქართველოს ენერგეტიკის განვითარების ფონდთან" და "საქართველოს ნავთობისა და გაზის კორპორაციასთან" ერთად უნდა მოამზადოს. განკარგულებოს თანახმად, რომელიც 10 ივლისსაა გამოცემული და ხელს პრემიერ-მინისტრი მამუკა ბახტაძე აწერს, ქარის ელექტროსადგურის გასხვისების გეგმა მომზადების შემდეგ მოწონების მიზნით მთავრობას უნდა წარედგინოს.

 

შეგახსენებთ, რომ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ „ინტერპრესნიუსს“ სახელმწიფო ქონების პრივატიზების გეგმებზე საუბრისას გასულ თვეს განუცხადა, რომ " ქართლის ქარის ელექტროსადგური", ერთი თვის-თვენახევრის ვადაში გასხვისდებოდა.

 

წყარო: ინტერპრესნიუსი/ IPN

წაკითხულია : 82


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები