საზოგადოება

გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრმა CENN-ის მიერ მასწავლებლებისთვის ორგანიზებულ მწვანე ბანაკში მიიღო მონაწილეობა

18.07.19 13:05


გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრმა CENN-ის მიერ აქტიური მასწავლებლებისთვის ორგანიზებულ მწვანე ბანაკში მიიღო მონაწილეობა. ცენტრის დირექტორის მოადგილემ ეკატერინე ბენდელიანმა მასწავლებლებს გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრის საქმიანობის, მიმდინარე და დაგეგმილი პროექტების შესახებ პრეზენტაცია წარუდგინა. განსაკუთრებით ყურადღება გაამახვილდა იმ აქტივობებზე, რომელშიც მასწავლებლებს სამომავლოდ შეეძლებათ ჩართვა და ცენტრთან თანამშრომლობა. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრიდან აცნობეს.

 

„ღონისძიების ფარგლებში, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ატმოსფერული ჰაერის სამმართველოს ხელმძღვანელმა ნოე მეგრელიშვილმა ისაუბრა ატმოსფერული ჰაერის დამბინძურებლების, დაბინძურების წყაროებისა და ადამიანის ჯანმრთელობაზე მათი ზეგავლენის შესახებ. ასევე, ატმოსფერული ხარისხის გაუმჯობესების მიმართულებით არსებული წინსვლაზე, ჰაერის ხარისხის მონიტორინგისა და შეფასების სისტემის გაუმჯობესებაზე. მან დამსწრე საზოგადოებას დეტალურად გააცნო სამინისტროს მიერ შექმნილი ატმოსფერული ჰაერის ხარისხის პორტალი www.air.gov.ge, რომელიც ნებისმიერ დაინტერესებულ პირს აძლევს შესაძლებლობას, უწყვეტად მიიღოს ინფორმაცია ჰაერის ხარისხის შესახებ საქართველოს ყველა იმ ქალაქიდან, სადაც ჰაერის ხარისხზე დაკვირვება მიმდინარეობს. შეხვედრა ინტერაქტიულ რეჟიმში მიმდინარეობდა და მასწავლებლებმა მათ მიერ დასმულ შეკითხვებზე ამომწურავი პასუხები მიიღეს“, - ნათქვამია ცენტრის მიერ მოწოდებულ განცხადებაში.

 

წყარო: ინტერპრესნიუსი/ IPN

წაკითხულია : 118


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები