პოლიტიკა

კახა კალაძე - „ნაციონალური მოძრაობა“ მავნებლობს

18.07.19 13:55


პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ გენერალური მდივანი, კახა კალაძე მიიჩნევს, რომ კოალიციური მთავრობის ალბათობა არის.

 

თუმცა, როგორც კალაძემ ჟურნალისტებს დასმული კითხვის საპასუხოდ განუცხადა, ვინ შევა პარლამენტში, ეს ამომრჩევლის გადასაწყვეტია.

 

„კოალიციური მთავრობის ალბათობა არის, რადგან ჩვენ გვაქვს ახალი საარჩევნო სისტემა და ეს ნორმალურია. თუმცა, რომელი კონკრეტული პარტიები მოახერხებს შესვლას პარლამენტში, ეს დამოკიდებულია მოსახლეობაზე. ვისთან ვითანამშრომლებთ, ამას მომავალი გვიჩვენებს - ერთი ცხადია, ვინც სახელმწიფოებრივად აზროვნებს, ვისაც სურვილი აქვს, რომ ქვეყანა განვითარდეს, წინ წავიდეს და უყვარს ჩვენი ქვეყანა“, - განაცხადა კალაძემ.

 

ამასთან, კალაძე ფიქრობს, რომ „ქართული ოცნება“ „ნაციონალურ მოძრაობასთან“ არ ითანამშრომლებს, რადგან, მისივე შეფასებით, „ნაციონალური მოძრაობა“ დესტრუქციული ძალაა.

 

„ნაციონალური მოძრაობა“ არის დესტრუქციული ძალა. ისინი დესტრუქციულები იყვნენ როდესაც ხელისუფლებაში იყვნენ და თავიანთი ეს დამოკიდებულება ქვეყნის და ხალხის მიმართ უკვე ოპოზიციაში გააგრძელეს და მავნებლობენ. თავიანთი ქმედებებით ცდილობენ დააზიანონ ქვეყნის განვითარება, ხელი შეუშალონ ქვეყნის ეკონომიკურ წინსვლას თავიანთი სხვადასხვა ქმედებებით, რაც ძალიან ცუდია. გამოდიან მხოლოდ და მხოლოდ თავიანთი ვიწროპარტიული ინტერესებიდან და არანაირი ხედვა არ აქვთ ქვეყნის მომავალზე, არანაირი სურვილი არ აქვთ ქვეყანაში იყოს სიმშვიდე და მშვიდობა. ეს არის ძალიან ცუდი“, - განაცხადა კალაძემ.

 

წყარო: ინტერპრესნიუსი/ IPN

წაკითხულია : 127


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები