საზოგადოება

სალომე ზურაბიშვილის ადმინისტრაციის ავტოპარკი, წინა პრეზიდენტთან შედარებით, 9 მანქანით შემცირდა

18.07.19 14:55


პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის ადმინისტრაციის დაქვემდებარებაში 38 ავტომობილია, ხოლო გიორგი მარგველაშვილის პრეზიდენტობის დროს ადმინისტრაციის ავტოპარკი 47 ავტომობილისგან შედგებოდა. ამის შესახებ „ინტეპრესნიუსს“ პრეზიდენტის ადმინისტრაციის პრესსპიკერმა ხატია მოისწრაფიშვილმა განუცხადა.

 

მისივე თქმით, არსებული 38 ავტომობილიდან, პრეზიდენტის ადმინისტრაცია რეგულარულად იყენებს 14-ს. რაც შეეხება მაღალი გამავლობის მანქანებს - ე.წ. ჯიპებს -მოისწრაფიშვილის ინფორმაციით, ისინი გამოიყენება მხოლოდ რეგიონებში სტუმრობისას.

 

ამასთან, მოისწრაფიშვილი აღნიშნავს, რომ შემცირებულია სალომე ზურაბიშვილის ადმინისტრაციის მიერ საწვავზე გაწეული ხარჯი. მისი ინფორმაციით, 2018 წელს საწვავის ხარჯმა შეადგინა 309 554 ლარი, ხოლო მიმდინარე წლის 7 თვის მონაცემებით, ეს ხარჯია 80 894 ლარი.

 

წყარო: ინტერპრესნიუსი/ IPN

წაკითხულია : 109


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები