ეკონომიკა

თბილისში ფარმაცევტული საწარმო გაიხსნება

29.07.16 17:55


სს „ბიომედიკალს გეო“ 10 000 000 ლარის ინვესტიციას განახორციელებს და თანამედროვე სტანდარტების შესაბამის ფარმაცევტულ საწარმოს შექმნის. ეკონომიკის სამინისტროს ინფორმაციით, საწარმოში 50 ადამიანი დასაქმდება. აღნიშნული პროექტის განსახორციელებლად საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სსიპ „სახელმწიფო ქონების ეროვნულმა სააგენტომ“ სს „ბიომედიკალს გეოს“ საკუთრებაში 500 000 ლარად ქ. თბილისში, კახეთის გზატკეცილზე მდებარე 2802 კვ.მ და აკადემ-ქალაქის ტერიტორიაზე მდებარე 18966 კვ.მ, მიწის ნაკვეთი გადასცა.

აღნიშნულ ქონებაზე შესაბამისი ხელშეკრულების გაფორმებიდან არაუგვიანეს 42 თვის ვადაში შეიქმნება და ფუნქციონირებას დაიწყებს ფარმაცევტული პროდუქციის მწარმოებელი საწარმო.


წყარო : /www.kvira.ge/

წაკითხულია : 433


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები