პოლიტიკა

თამარ ხულორდავა - სტრასბურგის სასამართლომ დაადასტურა, რომ საქართველოს სასამართლო სისტემის მიერ მიღებული გადაწყვეტილება „რუსთავი 2“-ის საქმეზე სწორი და სამართლიანი იყო

18.07.19 17:40


გადაწყვეტილება საკმაოდ ცალსახაა, მკაფიოა, არ ტოვებს, სხვადასხვა სახის ინტერპრეტირების შესაძლებლობას, - ამის შესახებ პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ თამარ ხულორდავამ სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტყილებასთან დაკავშირებით საუბრისას განაცხადა, რომლის თანახმად, „რუსთავი 2“-ის საქმეზე თბილისის საქალაქო, სააპელაციო და უზენაესი სასამართლოების მოსამართლეების მხრიდან, დამოუკიდებლობისა და მიუკერძოებლობის ნაწილში დარღვევა არ ყოფილა.

 

თამარ ხულორდავას განცხადებით, მნიშვნელოვანია, რომ ევროპულმა სასამართლომ, უმაღლესმა ინსტანციამ, ადამიანის უფლებების დაცვის თვალსაზრისით, დღეს დაადასტურა ის, რომ საქართველოს სასამართლო სისტემის მიერ მიღებული გადაწყვეტილება „რუსთავი 2“-ის საქმეზე იყო სწორი და სამართლიანი.

 

ჟურნალისტების კითვაზე, რომ ოპოზიცია სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით ბიძინა ივანიშვილის გავლენებზე საუბრობს, თამარ ხულორდავამ აღნიშნა, რომ არასერიოზულია ამ ტიპის განცხადებების გაკეთება.

 

„ძალიან სამწუხაროა ასეთი განცხადებები, იმიტომ, რომ ეს არის პოლიტიკური სპეკულაცია და მე ვფიქრობ, ევროსასამართლოს ამაში გარევა არის ძალიან დამაზიანებელი“, - განაცხადა თამარ ხულორდავამ.

 

რაც შეეხება სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებას ვაზაგაშვილის საქმესთან დაკავშირებით, თამარ ხულორდავამ აღნიშნა, რომ უმნიშვნელოვანესია ევროსასამართლოს გადაწყვეტილებათა ზედმიწევნით შესრულება, მაშინ, როცა ქვეყანა დემოკრატიის სტანდარტის დამკვიდრებას ცდილობს.

 

„ჩვენთვის პრინციპული სახელმწიფოსთვის, რომელიც საკუთარ თავს პატივს სცემს, რომელიც ცდილობს, დაამკვიდროს უმაღლესი დემოკრატიული სტანდარტი და ადამიანის უფლებების დაცვის უმაღლესი სტანდარტი გვქონდეს ქვეყანაში, უმნიშვნელოვანესია, რომ სასამართლოს გადაწყვეტილებები ზედმიწევნით სრულდებოდეს. რა თქმა უნდა, ამ გადაწყვეტილებასთან მიმართებითაც, ჩვენ უნდა შევასრულოთ ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილება“, - განაცხადა ხულორდავამ.

 

მისივე თქმით, მედია და გამოხატვის თავისუფლება, ისე როგორც ახლა, მომავალშიც დაცული იქნება.

 

 

წყარო: ინტერპრესნიუსი/ IPN

წაკითხულია : 199


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები