პოლიტიკა

იუსტიციის უმაღლეს საბჭოში უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატებთან გასაუბრება დღესაც გაგრძელდება

19.07.19 12:00


იუსტიციის უმაღლეს საბჭოში უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატებთან გასაუბრება დღესაც გაგრძელდება.

 

საბჭო ამჯერად უმაღლესი ინსტანციის მოსამართლეობის სამ კანდიდატს - თამარ ბურჯანაძეს, მერაბ გაბინაშვილს და მირანდა ერემაძეს მოუსმენს. გასაუბრება 09:00 საათზე დაიწყება.

 

ამასთან, კანდიდატებთან გასაუბრების შემდეგ, 17:00 საათზე ჩანიშნულია იუსტიციის უმაღლესი საბჭოს სხდომა.

 

იუსტიციის უმაღლეს საბჭოში უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატებთან გასაუბრება 17 ივლისს დაიწყო.საბჭოს წევრები ამ დროისთვის 6 კანდიდატს გაესაუბრნენ.ესენი არიან: ზურაბ აზნაურაშვილი, თამარ ალანია,დიანა ბერეკაშვილი, შოთა გეწაძე, გრიგოლ გიორგაძე და გიორგი გოგიაშვილი.

 

შეგახსენებთ, იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის 137 კაციანი სიიდან ე.წ. გრძელი სია შეადგინა, რომელიც 50 კანდიდატისგან შედგება. უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობისთვის ფარული კენჭისყრის შედეგად 50 კანდიდატიდან 20 შეირჩევა. იუსტიციის უმაღლესი საბჭოდან პარლამენტს განსახილველად სწორედ ეს 20 კაციანი სია გადაეგზავნება.

 

 

წყარო: ინტერპრესნიუსი

წაკითხულია : 136


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები