საზოგადოება

ევროპის ახალგაზრდულ ოლიმპიურ ფესტივალზე ქართველ სპორტსმენთა გაცილებისა და ფიცის დადების ცერემონიალი გაიმართა

19.07.19 16:50


ეროვნულ ოლიმპიურ კომიტეტში, ევროპის ახალგაზრდულ ოლიმპიურ ფესტივალზე ქართველ სპორტსმენთა გაცილებისა და ფიცის დადების ცერემონიალი გაიმართა.

 

ევროპის XV ახალგაზრდულ ოლიმპიურ ფესტივალს აზერბაიჯანის დედაქალაქი ბაქო 21-27 ივლისს უმასპინძლეს, სადაც სპორტის 10 სახეობაში 49 ქვეყნის 3600-მდე სპორტსმენი და ოფიციალური პირი მიიღებს მონაწილეობას. საქართველოდან 36 სპორტსმენი, სპორტის 6 სახეობაში მიიღებს მონაწილეობას: ცურვა, ველოსპორტი, ჩოგბურთი, მძლეოსნობა, ძიუდო, ჭიდაობა.

 

ევროპის ახალგაზრდულ ოლიმპიურ ფესტივალზე საქართველოს ოლიმპიურ დელეგაციას სეოკ-ის პრეზიდენტი ლერი ხაბელოვი უხელმძღვანელებს. თამაშების საზეიმო გახსნის ცერემონიაზე საქართველოს ოლიმპიური დელეგაციის მედროშე ძიუდოისტი გიგა ტატიშვილი - 2019 წლის ევროპის ჩემპიონი ჭაბუკებს შორის იქნება.

 

ცერემონიაზე ოლიმპიური ნაკრების სახელით ფიცი მძლეოსანმა მედეა შონიამ დადო. ახალგაზრდა სპორტსმენების ფიცის დადების ცერემონიას საქართველოს პრემიერ-მინისტრი მამუკა ბახტაძე და განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრი მიხეილ ბატიაშვილი ესწრებოდნენ.

 

წყარო: ინტერპრესნიუსი

წაკითხულია : 109


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები