საზოგადოება

მამუკა ბახტაძე - სპორტულ ცხოვრებას და ჯანსაღი ცხოვრების წესს ალტერნატივა არ აქვს

19.07.19 17:20


სპორტულ ცხოვრებას და ჯანსაღი ცხოვრების წესს ალტერნატივა არ აქვს, - ეს განცხადება საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მას შემდეგ გააკეთა რაც ახალგაზრდა სპორტსმენები ევროპის ახალგაზრდულ ოლიმპიურ ფესტივალზე გააცილა.

 

„რამდენიმე დღეში ბაქოში დაიწყება ახალგაზრდული ოლიმპიური ფესტივალი საქართველოდან 36 სპორტსმენი მიიღებს ამ ოლიმპიადაში მონაწილეობას. 2018 წელი იყო ყველაზე წარმატებული ქართული სპორტის ისტორიაში, როდესაც ჩვენმა სპორტსმენებმა 800-ზე მეტი მედლით გაგვახარეს და დარწმუნებული ვარ, 2019 წელი იქნებ კიდევ უფრო წარმატებული. მოგეხსენებათ, რომ რამდენიმე დღის წინ ჩვენი საამაყო სპორტსმენები მინსკიდან დაბრუნდნენ და საქართველოს ჰქონდა უნიკალური შედეგი. ჩვენმა ნაკრებმა ევროპის კონტინენტზე დაიკავა მეხუთე ადგილი. ამასთან ერთად რამდენიმე დღის წინ ისტორიული გადაწყვეტილების მომსწრე გავხდით, რომლითაც 2021 წელს სწორედ საქართველო უმასპინძლებს ევროპის ჩემპიონატს კალათბურთში. ჩვენთვის ახალგაზრდები და სპორტული ცხოვრება არის განსაკუთრებულად პრიორიტეტული. ეს ახალგაზრდები ამავდროულად არიან მაგალითი თითოეული ჩვენგანისთვის, განსაკუთრებით ახალგაზრდებისთვის, რომ სპორტულ ცხოვრებას, ჯანსაღი ცხოვრების წესს ალტერნატივა არ აქვს. მე მსურს წარმატება ვუსურვო და დარწმუნებული ვარ, რომ ისინი დიდი წარმატებით დაბრუნდებიან “- განაცხადა მამუკა ბახტაძემ.

 

 

წყარო: ინტერპრესნიუსი

წაკითხულია : 109


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები