პოლიტიკა

მამუკა ბახტაძე - „რუსთავი 2“-ის სარედაქციო პოლიტიკის ცვლილების საკითხი არ დგას და მსგავს საუბრებს არანაირი საფუძველი არ აქვს

19.07.19 17:40


„რუსთავი 2“-ის სარედაქციო პოლიტიკის ცვლილების საკითხი არ დგას და მსგავს საუბრებს არანაირი საფუძველი არ აქვს; ამის გარანტია ის, რომ სწორედ „ქართული ოცნების“ ხელისუფლების პირობებში მოხდა ძალიან დიდი მიღწევა - ჩვენ გვაქვს მედიაპლურალიზმი, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ ჟურნალისტებს აღნიშნულ თემაზე დასმული კითხვის საპასუხოდ განუცხადა.

 

პრემიერ-მინისტრმა აღნიშნა, რომ ხელისუფლების თითოეული წარმომადგენელი ამ უდიდეს მონაპოვარს განსაკუთრებით უფრთხილდება.

 

„რაც შეეხება საერთაშორისო საზოგადოებისა და ყველაზე ავტორიტეტული ორგანიზაციების შეფასებას, ჩახედეთ სტრასბურგის გადაწყვეტილების შინაარსს, სადაც ეს საკითხი ერთმნიშვნელოვნად დაფიქსირებულია. ჩვენ გუშინ სამწუხაროდ კიდევ ერთხელ მოვისმინეთ, რაზე არიან ორიენტირებული ჩვენი უპასუხისმგებლო ოპონენტები - ისინი ორიენტირებულნი არიან ნებისმიერი ინფორმაციისა და ნებისმიერი ფაქტის არასწორ ინტერპრეტაციაზე, არასწორ შეფუთვაზე. ეს არის სტრასბურგის სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება და თითოეულმა ჩვენგანმა მას პატივი უნდა ვცეთ. მედიაპლურალიზმი ჩვენი ძალიან დიდი მონაპოვარია, მას განსაკუთრებით ვუფრთხილდებით და ამ საქმეს ჩვენი ყველაზე დიდი მიღწევის, მედიაპლურალიზმის შესაძლო ზიანთან არანაირი კავშირი არ აქვს“, - განაცხადა მამუკა ბახტაძემ.

 

 

წყარო: ინტერპრესნიუსი

წაკითხულია : 127


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები