საზოგადოება

ლევან იზორია „რუსთავი 2“-ზე - მე აბსოლუტურად გამოვრიცხავ პოლიტიკური ჩარევის კომპონენტს და ვხედავ მხოლოდ სამართლებრივ განზომილებას

22.07.19 17:00


მე აბსოლუტურად გამოვრიცხავ პოლიტიკური ჩარევის კომპონენტს და ვხედავ მხოლოდ სამართლებრივ განზომილებას, - ამის შესახებ თავდაცვის მინისტრმა, ლევან იზორიამ "რუსთავი 2"-ის საქმესთან დაკავშირებით განაცხადა.

 

როგორც იზორიამ აღნიშნა, ის საქმეში მხოლოდ სამართლებრივ ნიშნებს ხედავს.

 

"მე ვხედავ მხოლოდ სამართლებრივ ნიშნებს, ვხედავ სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებას, რომელიც ყველა მხარისთვის არის სავალდებულო და უნდა არსრულდეს. ვხედავ ასევე იმის აუცილებლობას და ამაში ყველა ვთანხმდებით, რომ მედიაპლურალიზმი არის დემოკრატიული განვითარების ქვაკუთხედი და აქედან გამომდინარე ჩვენი ხელისუფლების პოლიტიკაა ამ გარემოს ყველანაირი პირობები შეექმნას საქართველოში.

 

მე აბსოლუტურად გამოვრიცხავ პოლიტიკური ჩარევის კომპონენტს და ვხედავ მხოლოდ სამართლებრივ განზომილებას, მით უფრო, როდესაც გვაქვს ფაქტი სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილების", - განაცხადა იზორიამ.

 

 

 

წყარო: ინტერპრესნიუსი

წაკითხულია : 109


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები