ეკონომიკა

ევროპის საინვესტიციო ბანკისგან საქართველო დამატებით 100 000 000 ევროს მიიღებს

29.07.16 18:25


საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფონდის აღმასრულებელი დირექტორი ჯუანშერ ბურჭულაძე ფონდის სხვა თანამშრომლებთან ერთად ევროპის საინვესტიციო ბანკის (EIB) წარმომადგენლებს – იონას ბისტრომს, ჯორჯია კოუწიანას და ალექსანდრა ვილკომს შეხვდა.

ინფრასტრუქტურის სამინისტროს ინფორმაციით, შეხვედრის მონაწილეებმა ევროპის საინვესტიციო ბანკისა და მუნიციპალური განვითარების ფონდის გასული წლის თანამშრომლობის შედეგად განხორციელებული პროექტები განიხილეს და მომავალი პარტნიორობის გეგმა დასახეს. ევროპის საინვესტიციო ბანკისგან, საქართველო, დამატებით 100 000 000 ევროს მიიღებს. აღნიშნული თანხა საქართველოს მუნიციპალური ინფრასტრუქტურის განვითარებას მოხმარდება.

მხარეებს, ასევე, დაგეგმილი აქვთ რეგიონებში „საქართველოს ურბანული რეკონსტრუქციისა და განვითარების პროგრამის“ ფარგლებში EIB-ის მიერ დაფინანსებული მიმდინარე პროექტების მონახულება.


წყარო : /www.kvira.ge/

წაკითხულია : 388


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები