პოლიტიკა

ერთიანი ეროვნული გამოცდები დღეს დასრულდება

23.07.19 10:15


ერთიანი ეროვნული გამოცდები დღეს ფიზიკის გამოცდით დასრულდება. 24 ივლისს კი, საერთო სამაგისტრო გამოცდა ჩატარდება. შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, 1-ელი აგვისტოდან ეროვნული გამოცდების შედეგები გამოქვეყნდება. პირველი ზოგადი უნარების შედეგები გამოქვეყნდება.

 

შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის დირექტორი გამოცდების მიმდინარეობას საქართველოს სხვადასხვა რეგიონში გახსნილ საგამოცდო ცენტრში ეცნობა. ამ მიზნით ბოლო ორი დღის მანძილზე სოფიო გორგოძე ზუგდიდის, ოზურგეთის, ფოთისა და ბათუმის საგამოცდო ცენტრებში იმყოფებოდა და ადგილზე აკვირდებოდა საგამოცდო პროცესს.

 

2019 წლის გამოცდები 1 ივლისს დაიწყო. როგორც შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრში აცხადებენ, ნაშრომების გასწორების პროცესი უკვე დაწყებულია. სხვა საგნების შედეგები ეტაპობრივად გამოქვეყნდება.

 

დღეს კი ერთიანი ეროვნული გამოცდები ფიზიკის გამოცდით დასრულდება. წელს ერთიან ეროვნულ გამოცდებზე 41 ათასი აბიტურიენტი იყო დარეგისტრირებული. საერთო სამაგისტრო გამოცდისათვის რეგისტრაცია 12000-მდე კანდიდატმა გაიარა; სტუდენტთა საგრანტო კონკურსის ჩაბარების სურვილი 4600-მდე სტუდენტმა გამოთქვა; მასწავლებლის კომპეტენციას 31000-ზე მეტი აპლიკანტი დაადასტურებს.

 

ქვეყნის მასშტაბით 23 საგამოცდო ცენტრი ფუნქციონირებდა.

 

 

 

წყარო: ინტერპრესი

წაკითხულია : 154


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები