საზოგადოება

ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში საერთაშორისო სადოქტორო სკოლა გაიხსნება

23.07.19 11:00


დღეს, 18:00 საათზე, ილიაუნის წიგნის სახლ „ლიგამუსში“ ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტისა და გეორგ-აუგუსტის გიოტინგენის უნივერსიტეტის (გერმანია) თანამშრომლობის ფარგლებში საერთაშორისო სადოქტორო სკოლის (IDS) გახსნის ღონისძიება გაიმართება.

 

საერთაშორისო სადოქტორო სკოლის გახსნის ღონისძიებაზე გაიმართება პანელური დისკუსია თემაზე: „სადოქტორო განათლება საქართველოში – არსებული მდგომარეობა და სამომავლო პერსპექტივები“.

 

დისკუსიაში მონაწილეობას მიიღებენ ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორები: ნინო დობოჯგინიძე, გია ნოდია, ზაალ ანდრონიკაშვილი, დავით თარხნიშვილი, დიმიტრი ჯაფარიძე და დოქტორანტი ანა ლოლუა.

 

ღონისძიებას გახსნის ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორი, პროფესორი გიგა ზედანია.

 

საერთაშორისო სადოქტორო სკოლა დაარსდა ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტისა და გეორგ-აუგუსტის გიოტინგენის უნივერსიტეტის (გერმანია) ერთობლივი პროქტის „სტრუქტურირებული განათლება – ხარისხის უზრუნველყოფა – აზროვნების თავისუფლება“ ფარგლებში. პროექტი ხორციელდება შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდისა და ფოლკსვაგენის ფონდის მხარდაჭერით.

 

ამჟამად სკოლა ახორციელებს ორ საერთაშორისო სადოქტორო პროგრამას გეორ-აუგუსტის გიოტინგენისა და მიუნსტერის ვესტფალური ვილჰელმის უნივერსიტეტებთან თანამშრომლობით.

 

დასწრება თავისუფალია.

 

 

წყარო: ინტერპრესნიუსი

წაკითხულია : 154


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები