მსოფლიო

სამხრეთ კორეა რუსეთს საჰაერო სივრცის დარღვევაში ადანაშაულებს

23.07.19 17:00


სამხრეთ კორეის თავდაცვის სამინისტროს ცნობით, რუსეთის სამხედრო თვითმფრინავმა დღეს დილით ამ ქვეყნის საჰაერო სივრცე ორჯერ დაარღვია. სამხრეთ კორეის ავიაგამანადგურებლებმა გამაფრთხილებელი სროლა განახორციელეს რუსი პილოტისთვის დარღვევის მისანიშნებლად. ამ ინფორმაციას „ბი-ბი-სი“ ავრცელებს.

 

ინციდენტი კუნძულების ტოკტოს (ტაკესიმას) რაიონში მოხდა. ეს კუნძულები განლაგებულია კორეის ნახევარკუნძულის სამხრეთ ნაწილიდან აღმოსავლეთით და სამხრეთ კორეასა და იაპონიას შორის დავის საგანს წარმოადგენს. სამხრეთ კორეის თავდაცვის სამინისტროს ცნობით, რუსეთის მიერ სამხრეთ კორეის საჰაერო სივრცის დარღვევა პირველად მოხდა. რუსეთის თავდაცვის სამინისტროს ჯერ ინციდენტის თაობაზე კომენტარი არ გაუკეთებია.

 

 

წყარო: ინტერპრესნიუსი

წაკითხულია : 199


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები