პოლიტიკა

შს მინისტრის მოადგილე - არანაირი დანაშაულის დრამატული ზრდა არ მომხდარა

16.05.16 20:25


არანაირი დანაშაულის დრამატული ზრდა არ მომხდარა, - ასე უპასუხა შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე არჩილ თალაკვაძემ განცხადებებს იმის შესახებ, რომ დანაშაულის რაოდენობა იზრდება.

"კრიმინოგენულ ვითარებასთან დაკავშირებით ვერანაირ კრიზისს ვერ ვხედავთ. ყველა მნიშვნელოვანი დანაშაული, რომელსაც აქვს თუნდაც პრეცედენტული ძალა - არის დროულად გახსნილი. მძიმე დანაშაულების წინააღმდეგ პოლიცია ეფექტურად მუშაობს. ბოლო სამი წლის განმავლობაში დინამიკას თუ გადავხედავთ, არის დანაშაულის შემცირების ტენდენცია. გაზრდილია მხოლოდ კიბერდანაშაული, რაც კიბერუსაფრთხოების მსოფლიო ტენდენციებს და ელექტრონული სისტემების გაფართოებულ მოხმარებას უკავშირდება", - განაცხადა თალაკვაძემ.

მისივე თქმით, კიბერუსაფრთხოების მიმართულებით შსს უახლოეს მომავალში ახალ კამპანიას დაიწყებს.


წყარო : IPN /www.interpressnews.ge/

წაკითხულია : 46


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები