ეკონომიკა

კომერციულ ბანკებში დოლარის ღირებულება 3 ლარს მიუახლოვდა

30.07.19 14:30


კომერციულ ბანკებში დოლარის ღირებულება 3 ლარს მიუახლოვდა, ეს მაშინ როცა 30 ივლისისთვის ოფიციალური გაცვლითი კურსი 2.93-ია.

თიბისი ბანკში 1 დოლარის შესყიდვა 2.9980 ლარადაა შესაძლებელი, ხოლო 1 ევრო – 3.35 ლარი ღირს.

საქართველოს ბანკში 1 დოლარი 2.99 ღირს, ევრო – 3.34.

პროკრედიტ ბანკში 1 დოლარი 2.99 ლარი ღირს, 1 ევრო – 3.32 ლარი.

ბლუმბერგის ტერმინალის მიხედვით ამ დროისთვის (13:50 საათი) 1 დოლარის ფასი 2.9525 ლარია. ოფიციალური კურსს ეროვნული ბანკი 17:00 საათზე გამოაქვეყნებს.




წყარო : /www. netgazeti.ge/

წაკითხულია : 226


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები