რეგიონი

სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნატორის მოადგილეებმა თანამდებობები დატოვეს

01.08.19 12:30


სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულის ორმა მოადგილემ, კობა ქანთარიამ და ირაკლი ჯიქიამ თანამდებობები დატოვეს.

პირველი მოადგილის პოსტს დღეიდან შსს-ს სამშენებლო სამმართველოს უკვე ყოფილი უფროსი დავითი ფარცვანია დაიკავებს. ფარცვანია მხარის რწმუნებულმა ალექსანდრე მოწერელიამ ჟურნალისტებს დღეს წარუდგინა.

„ახალგაზრდა, პროფესიონალიზმი კადრების მმართვაში ჩართვა არის ჩვენი მთავრობის პრიორიტეტი“, - განაცხადა მოწერელიამ.

ფარცვანიას განცხადებით, ის რეგიონში მოვიდა, რათა მეტი სიკეთე და რეალობა მოუტანოს რეგიონს.

„ეს არის დიდი პასუხისმგებლობა. ბევრ კერძო და სახელმწიფო უწყებაში მიმუშავია, ეს კი ჩემთვის შანსია და შესაძლებლობა, რომ ჩემს მშობლიურ რეგიონს მოვუტანო მეტი სიკეთე და მეტი რეალური ცვლილება, გუნდთან ერთად შევეცადო გავაუმჯობესო ვითარება“, - აღნიშნა ფარცვანიამ.

ამ ეტაპზე გუბერნატორის ერთი მოადგილის პოსტი ისევ ვაკანტურია.




წყარო : /www .pia.ge/

წაკითხულია : 172


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები