ეკონომიკა

Bloomberg-ზე დოლართან მიმართებით ლარი მყარდება

01.08.19 13:20


Bloomberg-ის სავაჭრო სისტემაში ლარი დოლართან მიმართებით მყარდება. ამ დროისთვის [12:00] Bloomberg-ზე 1 აშშ დოლარის ღირებულება 2.9481 ლარია.

რაც შეეხება 1 აგვისტოს ოფიციალური გაცვლით კურსი დოლარისთვის 2.9718 ლარია. გუშინ, 31 ივლისს ეროვნულმა ბანკმა განაცხადა, რომ 40 მლნ აშშ დოლარს გაყიდის. სებ-ის თანახმად, ლარის მოქმედმა კურსმა ფასების სტაბილურობას შესაძლოა საფრთხე შეუქმნას. სწორედ ამიტომ, ცენტრალურმა ბანკმა ინტერვენციის გადაწყვეტილება მიიღო.

რაც შეეხება კომერციულ ბანკებს, ამ დროისთვის 1 აშშ დოლარის ყიდვა “საქართველოს ბანკში” 3.01 ლარადაა შესაძლებელი, “თიბისი ბანკში” 2.9950 ლარად, ხოლო “პროკრედიტ ბანკში” – 3.0050 ლარად.




წყარო : /www. netgazeti.ge/

წაკითხულია : 208


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები