ეკონომიკა

ბლუმბერგზე ლარი დოლართან მიმართებით მყარდება

02.08.19 13:00


ბლუმბერგის სავაჭრო სისტემაში ლარი დოლართან მიმართებით გამყარებულია. 12:47 საათისთვის აქ 1 აშშ დოლარი 2.88 ლარი ღირს, რაც 4 თეთრით ნაკლებია საქართველოს ეროვნული ბანკის ოფიციალურ კურსზე.

ეროვნული ბანკის მონაცემებით, დღეს, 2 აგვისტოს, 1 დოლარის ღირებულება 2.92 ლარს შეადგენს. მონაცემი ბანკის ვებგვერდზე 17:00 საათისათვის განახლდება.

რამდენიმედღიანი უწყვეტი გაუფასურების შემდეგ, საქართველოს ეროვნულმა ვალუტამ გამყარება პირველ აგვისტოს დაიწყო. ამას წინ უძღოდა ეროვნული ბანკის მიერ სავალუტო აუქციონზე 32 800 000 აშშ დოლარის გაყიდვა.





წყარო : /www. netgazeti.ge/

წაკითხულია : 109


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები