პოლიტიკა

ოკუპანტებმა გორთან ბარიერების აღმართვა დაიწყეს - საგარეო უწყება განცხადებას ავრცელებს

08.08.19 15:00


საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, გორში, სოფელ გუგუტიანთკარის სიახლოვეს საოკუპაციო ძალებმა ხელოვნური ბარიერების აღმართვის უკანონო პროცესი დაიწყეს.

"7 აგვისტოს გორის მუნიციპალიტეტის სოფელ გუგუტიანთკარის სიახლოვეს საოკუპაციო ძალების მხრიდან განახლდა ხელოვნური ბარიერების აღმართვის უკანონო პროცესი.

ინფორმაციის მიღებისთანავე საგარეო უწყებამ აამოქმედა მის ხელთ არსებული ყველა ბერკეტი: დაუყოვნებლივ მოხდა ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმების ფარგლებში არსებული ცხელი ხაზის ამოქმედება. ინფორმაცია მიეწოდა საერთაშორისო თანამეგობრობის წარმომადგენლებს, მათ შორის, ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების თანათავმჯდომარეებს.

ქართულმა მხარემ ხაზი გაუსვა საერთაშორისო თანამეგობრობის მხრიდან მიმდინარე პროცესის სათანადო შეფასებისა და რუსეთის ფედერაციის მიერ ნაკისრი ვალდებულებების შესრულებისკენ მოწოდების აუცილებლობას.

საოკუპაციო ხაზზე აღნიშნული უკანონო სამუშაოები უარყოფითად აისახება სამშვიდობო მოლაპარაკებებზე და ასევე, კიდევ უფრო ართულებს კონფლიქტით დაზარალებული მოსახლეობის ისედაც მძიმე ჰუმანიტარულ მდგომარეობას და უსაფრთხოების არსებულ გარემოს" - აღნიშნულია საგერეო უწყების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.





წყარო : /www.newposts.ge/

წაკითხულია : 532


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები