პოლიტიკა

გიორგი კვირიკაშვილმა შიდა ქართლის მაჟორიტარი კანდიდატები წარადგინა

01.08.16 17:00


„ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, გიორგი კვირიკაშვილმა გორში შიდა ქართლის მაჟორიტარობის კანდიდატები წარადგინა.

ქალაქ გორის მაჟორიტარობის კანდიდატი “ქართული ოცნებიდან“ იქნება იოსებ მაკრახიძე, გორის რაიონში – თენგიზ ხუბულური, ხაშურში – ვალერი გელაშვილი, ქარელში – გიორგი თოთლაძე და კასპში – ირაკლი მეზურნიშვილი.

წარდგენამდე შეკრებილებს სიტყვით მიმართა საქართველოს პრემიერმინისტრმა.

გიორგი კვირიკაშვილმა აქცენტი 2008 წლის ომსა და დევნილთა პრობლემებზე გააკეთა. აქვე ხაზი გაუსვა, რომ საოკუპაციო ხაზთან არსებულ სოფლებში ბუნებრივი აირის შეყვანის პროცესი უკვე დასრულებულია.


წყარო : /www.newposts.ge/

წაკითხულია : 415


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები