ეკონომიკა

მამუკა ბახტაძე: არის ოპტიმიზმი ლარის კურსთან დაკავშირებით

12.08.19 12:30


ეკონომიკის ანალიზი გვაჩვენებს, რომ ყველა წამყვანი ფაქტორი პოზიტიურია, შესაბამისად, ბუნებრივია, არის ოპტიმიზმი ლარის კურსთან დაკავშირებით, -ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ თემის კომენტირებისას განუცხადა.

მთავრობის მეთაურის ინფორმაციით, კომერციული ბანკების ანალიზის შედეგად, ასევე საერთაშორისო ფინანსური ინსტიტუტების და ეროვნული ბანკის ანალიზითაც დასტურდება, რომ საქმე გვქონდა ლარის ზედმეტ გაუფასურებასთან.

“ჩვენ გვაქვს ყველა მოლოდინი იმისთვის, რომ ვისაუბროთ, ლარის კურსი დასტაბილურდება და ეს ნეგატიური ფონი მოიხსნება”,- აღნიშნა პრემიერმა.





წყარო : /www .pia.ge/

წაკითხულია : 181


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები