პოლიტიკა

საქართველოს თავდაცვის მინისტრის თანამდებობა ოფიციალურად ვაკანტური გახდა

01.08.16 17:10


საქართველოს თავდაცვის მინისტრმა თინათინ ხიდაშელმა და შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის სახელმწიფო მინისტრმა პაატა ზაქარეიშვილმა დღეს ოფიციალურად დატოვეს თანამდებობები.

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა მათი თხოვნა თანამდებობიდან გადადგომის შესახებ გასულ კვირაში დააკმაყოფილა. ვინ შეცვლის ხიდაშელსა და ზაქარეიშვილს ჯერჯერობით უცნობია.

უწყებების ახალი ხელმძღვანელების წარდგენამდე მინისტრების მოვალეობებს პირველი მოადგილეები — დავით ებრალიძე (თავდაცვის მინისტრის მოადგილე) და ქეთევან ციხელაშვილი (სახელმწიფო მინისტრის მოადგილე) შეასრულებენ.

მინისტრების შეცვლის შესახებ გადაწყვეტილების მიღებამდე კვირიკაშვილი კონსულტაციებს მართავს. კვირას პრემიერი პარლამენტის თავმჯდომარე დავით უსუფაშვილს შეხვდა. კონსულტაციები ასევე გაიმართა მმართველი პარტია „ქართული ოცნება — დემოკრატიული საქართველოს“ წარმომადგენლებთან პოლიტსაბჭოს ფორმატში.

მინისტრების გადადგომა აუცილებელი კოალიცია „ქართული ოცნების“ დაშლის შემდეგ და საპარლამენტო არჩევნებისთვის წინასაარჩევნო კამპანიის დაწყების გამო გახდა აუცილებელი.

ხიდაშელი და ზაქარეიშვილი „რესპუბლიკური პარტიის“ წევრები არიან. პარტია კოალიცია „ქართულ ოცნებაში“ შედიოდა.

„რესპუბლიკელებს“ მინისტრთა კაბინეტში მესამე — გარემოს დაცვის მინისტრიც ჰყავდათ, მაგრამ გიგლა აგულაშვილმა პარტიის დატოვება და თანამდებობის შენარჩუნება გადაწყვიტა.


წყარო : Sputnik საქართველო /www.sputnik-georgia.com/

წაკითხულია : 397


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები