საზოგადოება

გუგუტიანთკარში 9 ოჯახს საოკუპაციო ხაზს მიღმა დარჩენა ემუქრება

12.08.19 16:40


გუგუტიანთკარში ამ ეტაპისთვის ოკუპანტების მხრიდან ბანერების და ხელოვნური ბარიერების აღმართვა შეჩერებულია. თუმცა ადგილობრივები შიშობენ, რომ რუსი ჯარისკაცები ბორდერიზაციის პროცესს გააგრძელებენ.

„იგივე სიტუაციაა, არ შეინიშნება გადაადგილება ჯერ ჯერობით. თუ საჭირო გახდა ანტისაოკუპაციო მოძრაობა მზად არის თავისი რესურსით რაც გააკეთა ატოცში იგივე გააკეთოს გეგუტიანთკარში. მაგალითად დღეს სამ ჯგუფად ვართ გაყოფილი, ერთი ჯგუფია დარჩენილი ატოცში, ერთი გარეჯში, ჩვენ აქ ვართ გუგუტიანთკარში და ვაგრძელებთ სადამკვირვებლო მისიას,“ - განაცხადა ანტისაოკუპაციო მოძრაობის „ძალა ერთობაშია“ წევრმა მიხეილ ბალიაშვილმა.

ჯერჯერობით აბრებისა და ხელოვნური ბარიერების აღმართვა შეჩერებულია, თუმცა მოსახლეობა არ გამორიცხავს, რომ ჯარისკაცებმა ბორდერიზაციის პროცესი განაახლონ. მიუხედავად არსებული ვითარებისა, საოკუპაციო ხაზთან მდებარე სოფელში, ხელისუფლების წარმომადგენლები არ ჩასულან, მოქალაქეები კი დახმარებას, სწორედ მათგან, თუმცა უშედეგოდ ითხოვენ.

გუგუტიანთკარელების განცხადებით, იმ შემთხვევაში თუ ბორდერიზაციის პროცესი გაგრძელდება, მავთულხლართებს მიღმა, 9 ოჯახი აღმოჩნდება.





წყარო : /www.presa.ge/

წაკითხულია : 181


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები