პოლიტიკა

ქეთევან ციხელაშვილის ხელმძღვანელობით სახელმწიფო მინისტრის აპარატთან არსებული საკონსულტაციო საბჭოს სხდომა გაიმართა

13.08.19 10:00


შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის ქეთევან ციხელაშვილის ხელმძღვანელობით სახელმწიფო მინისტრის აპარატთან არსებული საკონსულტაციო საბჭოს შეხვედრა გაიმართა.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატიდან აცნობეს, საკონსულტაციო საბჭო, ქეთევან ციხელაშვილის ინიციატივით, ეთნიკური უმცირესობებით კომპაქტურად დასახლებული რეგიონების განვითარებისა და გაძლიერების, სამოქალაქო ჩართულობის ხელშეწყობის მიზნით შეიქმნა.

სამუშაო შეხვედრაზე ეთნიკური უმცირესობებით მჭიდროდ დასახლებულ რეგიონებში არსებული საჭიროებებისა და გამოწვევების შესახებ იმსჯელეს.

საბჭოს წევრებმა სახელმწიფო მინისტრს სამოქალაქო ინტეგრაციის აქტუალურ საკითხებსა და მიმდინარე პროცესებზე საკუთარი ხედვები და მოსაზრებები გაუზიარეს. ამასთან, წარმოადგინეს თავიანთი წინადადებები და ინიციატივები.

უწყების ცნობითვე, შეხვედრის მთავარი მიზანი ინფორმაციის გაცვლა და სახელმწიფოს მხრიდან სამოქალაქო ინტეგრაციის ხელშეწყობისათვის დაგეგმილი პროექტებისა და პროგრამების განხილვა იყო. ასევე, აქტივობების, რომლებიც მიზნობრივად უპასუხებენ ეთნიკური უმცირესობებისათვის მნიშვნელოვანი თითოეული საკითხის გადაჭრას.

საბჭოში, რომლის პირველი სხდომაც 2019 წლის თებერვალში გაიმართა, სამოქალაქო საზოგადოების, მათ შორის ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენლები შედიან.




წყარო : IPN /www.interpressnews.ge/

წაკითხულია : 163


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები