ეკონომიკა

ივანე მაჭავარიანი – ნებისმიერ შემთხვევაში, ლარი თავის წონასწორულ კურსს იპოვის

13.08.19 13:00


ეს არის ჩვეულებრივი ბუნებრივი მერყეობა და ლარი თავის წონასწორულ კურსს იპოვის, ნებისმიერ შემთხვევაში, – ამის შესახებ ლარის კურსთან დაკავშირებით საუბრისას ფინანსთა მინისტრმა, ივანე მაჭავარიანმა განაცხადა.

„ეს მუდმივი პროცესია, ყოველდღიურად პოულობს. იყო უფრო მაღალი, წამოვიდა ქვევით. იმედს ვიტოვებ და არის რესურსი, რომ ცოტა კიდევ გამყარდეს. რესურსი არის მზარდი ექსპორტი. იმედია, ტურიზმი აღდგება და ის დარტყმა, რაც ტურიზმმა მიიღო, ისიც თანდათანობით წლის ბოლომდე აღდგება. ეს არის მთავარი რესურსი“, – განაცხადა მაჭავარიანმა.

მისი თქმით, მცდარია მოსაზრება, რომ ამის რესურსი არის სავალუტო რეზერვების გაყიდვა.

„თუ გგონიათ, რომ ეროვნული ბანკის რეზერვების გამოყრა არის რესურსი, ძალიან ცდებით. რესურსი უნდა იყოს ბუნებრივი, ჯანსაღი, ეკონომიკური პროცესებისგან გენერირებული ის მყარი ვალუტა, დოლარის ან ევროს შემოსავლები, რომელიც ლარს ასეთი ტიპის გაუფასურებისგან იცავს. არც ეროვნულ ბანკს, არც მთავრობას გაუფასურებისთვის არანაირად არ შეუწყვია ხელი“, – განაცხადა ფინანსთა მინისტრმა, ივანე მაჭავარიანმა.






წყარო : /www.kvira.ge/

წაკითხულია : 253


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები