პოლიტიკა

წარუმატებელი საპენსიო რეფორმა - დაგროვებითი პენსიაზე უარი უკვე 141 ათასმა ადამიანმა თქვა

13.08.19 15:00


დაგროვებითი პენსიაზე უარი უკვე 141 ათასმა ადამიანმა თქვა, აქედან 41 საჯარო მოხელეა. ამის მიუხედავად, საპენსიო სააგენტოს ხელმძღვანელი ამბობს, რომ საპენსიო სქემაში ახლად გაწევრიანებულების რიცხვი გასულების რაოდენობაზე 800-ით მეტია.

ლევან სურგულაძის აზრით, კონკრეტული ადამიანების მიერ საპენსიო სქემის დატოვების მიზეზი დაბალი შრომითი ანაზღაურება და ინფორმაციის ნაკლებობა გახდა. მისივე თქმით, ყველაფერი გაკეთდება იმისთვის, რომ პრობლემა აღმოფხვრილი იყოს და სქემიდან გასული ადამიანები საპენსიო რეფორმაში კვლავ ჩაერთონ.

„ საჯარო მოხელეები, ისევე, როგორც კერძო სექტორში დასაქმებულები რაღაც ნაწილი გავიდა, რა პროცენტიც ვახსენე. არაფერი ამაში გასაოცარი და საკვირველი არ არის. მათ ჰქონდათ ამის უფლება. ეს ალბათ იყო ისეთ დაბალი ხელფასის ადამიანები, რომლებიც იყვნენ ძალიან მგრძნობიარე, ასე ვთქვათ, აი, ამ საპენსიო შენატანების მიმართ. შეიძლება იყო გარკვეული ინფორმირების ნაკლებობაც. რაც მოვასწარით გავაკეთეთ და გავაკეთებთ მომავალშიც, რომ ეს ადამიანები დაბრუნდნენ,“- განაცხადა სურგულაძემ.





წყარო : /www.newposts.ge/

წაკითხულია : 154


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები