პოლიტიკა
13.08.19 17:00
სამხედრო მოსამსახურეებისა და მათი ოჯახების საცხოვრებლით უზრუნველყოფის მიზნით კიდევ ერთი პროექტი განხორციელდება.
კერძოდ, სახელმწიფოს თანადაფინანსებით, თბილისში 635 ოფიცრისთვის მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლები აშენდება.
პრემიერის პრესსამსახურის ინფორმაციით, ამ მიზნით ჩამოყალიბდა ამხანაგობა, რომელსაც მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლის მშენებლობისთვის საჭირო დაახლოებით 10 ჰექტარ მიწას მახათას მთის ტერიტორიაზე მთავრობა პირდაპირი მიყიდვის წესით სიმბოლურ ფასად გადასცემს. მთავრობა ასევე უზრუნველყოფს ამხანაგობის წევრთა ინდივიდუალური საცხოვრებელი ბინების მშენებლობის თანადაფინანსებას.
პროექტის მიმდინარეობასა და სამხედრო მოსამსახურეების საცხოვრებლით უზრუნველყოფისკენ მიმართულ სხვა ნაბიჯებზე საქართველოს პრემიერ-მინისტრი მამუკა ბახტაძე დღეს თავდაცვის მინისტრსა და ამხანაგობის ხელმძღვანელ სამხედროებს ესაუბრა.
როგორც მთავრობის მეთაურმა განაცხადა, სამხედროების სოციალური უზრუნველყოფა მთავრობის უმნიშვნელოვანესი პრიორიტეტია და ბინათმშენებლობა ამ მიმართულებით განსაკუთრებული პროექტია.
პრემიერმა აღნიშნა, რომ სამხედრო მოსამსახურეებისა და მათი ოჯახების საცხოვრებლით უზრუნველყოფის მიზნით კიდევ არაერთი პროექტი განხორციელდება. მამუკა ბახტაძემ თავდაცვის სამინისტროს დაავალა, უახლოეს მომავალში წარმოადგინოს დროში გაწერილი გეგმა, პროექტის მომდევნო ფაზების განხორციელების შესახებ. სამხედრო მოსამსახურეების საცხოვრებლით უზრუნველყოფისკენ მიმართული პროექტები საქართველოს სხვა ქალაქებშიც იგეგმება.
წყარო : IPN /www.interpressnews.ge/
წაკითხულია : 181
დატოვეთ კომენტარები
ახალი ამბები
-
რომან გოცირიძე - ბიძინა ივანიშვილი უნდა შეჩერდეს, ამის საშუალებაა მკაცრი სანქციების დაწესება
16:4219.04.24
-
ლევან ხაბეიშვილი - პარლამენტი და პარლამენტარები ემსახურებიან რუს ოლიგარქს და არა ხალხს
16:2019.04.24
-
16:0019.04.24
-
15:3719.04.24
-
15:0519.04.24
-
14:4019.04.24
-
კახა კალაძე კელი დეგნანზე - ეს ადამიანი აგრძელებს ცილისმწამებლურ განცხადებებს
14:1919.04.24
-
13:4719.04.24
-
ვახტანგ გომელაური - აქციაზე 40 პირი დავაკავეთ - პოლიციელზე თავდასხმა ნიშნავს სახელმწიფოზე თავდასხმას
13:2519.04.24
-
13:0019.04.24
-
12:4019.04.24
-
საფრანგეთი უკრაინასა და სამხრეთ კავკასიაში იჭრება - რაშია საშიშროება?
12:2019.04.24
-
12:0019.04.24
-
ნათია თურნავა მსხვილ საერთაშორისო საინვესტიციო ფონდებსა და ამერიკელ ინვესტორებს შეხვდა
11:3919.04.24
-
11:1519.04.24
-
მიხეილ სარჯველაძე გაერო-ს ბავშვთა ფონდის წარმომადგენელ იესპერ მოლერს შეხვდა
10:5319.04.24
-
10:2319.04.24
-
10:0019.04.24
-
18:0018.04.24
-
სეს-ი ლაბორატორიული კვლევისთვის აგროქიმიკატებისა და პესტიციდების 500-მდე ნიმუშს აიღებს
17:4018.04.24
-
17:2018.04.24
-
თინა ბოკუჩავა - ხალხისა და პარტნიორების მოწოდებები უნდა შეისმინონ
16:5018.04.24
-
აგროდაზღვევის პროგრამის ფარგლებში, დასაზღვევი სასოფლო-სამეურნეო მიწის ფართობი გაიზარდა
16:1518.04.24
-
ღვინის ეროვნული სააგენტოს მხარდაჭერით, იტალიის ქალაქ ვერონაში ქართული ღვინის წარდგენა გაიმართა
15:4418.04.24
-
15:2018.04.24
-
14:5918.04.24
-
14:2818.04.24
-
14:0018.04.24
-
13:3018.04.24
-
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
12:5518.04.24
-
12:3018.04.24
-
სალომე ზურაბიშვილი - რუსეთის სტრატეგიაა, რომ პროვოკაცია მოაწყოს საქართველოში
11:4418.04.24
-
10:2718.04.24
-
სალომე ზურაბიშვილი „გამჭვირვალობის შესახებ“ კანონს ვეტოს დაადებს
10:0018.04.24
-
18:0017.04.24
-
ირაკლი კობახიძე - კანონი არის ევროპული, რადგან ეფუძნება ერთ-ერთ უმთავრეს ევროპულ ღირებულებას
17:3117.04.24