სეპარატისტულ აფხაზეთში „იპოვეს“ არამეული წარწერა. „იპოვნიან“ თუ არა მალე სომხურს?

14.08.19 10:30


„არქეოლოგებისა“ და „რესტავრატორების“ საქმე სეპარატისტულ აფხაზეთში რთული და საკირკიტოა. სეპარატისტული ხელისუფლების შეკვეთით მიზანმიმართულად ნადგურდება ყველა მტკიცებულება კულტურული ძეგლების ქართული წარმოშობის შესახებ. კერძოდ, ყველა ქართული წარწერა მიზანმიმართულად ნადგურდება.

მაგრამ მხოლოდ ჩნდება კითხვა - რომელ წარწერებზე უნდა შეიცვალოს ისინი? გასაგებია, რომ ამ გაყალბების „სპონსორებს“, „არქეოლოგებსა“ და „რესტავრატორებს“ „ხელები ექავებათ“, რომ აიღონ სალესი და მის ადგილზე ამოლესონ „ძველი სომხური“ წარწერა (მსგავსი პრაქტიკის შესახებ გადაღებულია სიუჟეტი „სომხური ისტორია დაწერილი „სალესით“https://www.youtube.com/watch?v=e2NxKMIIcC4 ). ასევე სომეხი „არქეოლოგები“ - ფალსიფიკატორები, ასევე მოეპყრნენ ალბანური კულტურის ძეგლებს ოკუპირებულ აზერბაიჯანულ ყარაბაღში.

უბრალოდ ამ შემთხვევაში, ფალსიფიკატორების თავხედობა ძალიან აშკარა იქნება. ცნობილია, რომ აფხაზეთის რუსეთთან მიერთებამდე, სომხები აქ საერთოდ არასოდეს არ ცხოვრობდნენ.

ამიტომ, ფალსიფიკატორებმა გადაწყვიტეს, რომ ქართული წარწერები „შუალედურ ენაზე“ გადაკეთებულიყო.

რა თქმა უნდა, ადვილი იქნებოდა ბერძნული „ძველი წარწერების“ ამოტვიფვრა, მაგრამ საქმე იმაშია, რომ დღეს რუსეთი არის კონფლიქტში ბერძენ სასულიერო პირებთან, რომლებიც კონსტანტინოპოლის პატრიარქატს წარმოადგენენ, რომელიც არა მხოლოდ პრეტენზიას აცხადებს უკრაინაში მართლმადიდებლური ეკლესიის დაქვემდებარების, მაგრამ შექმნა სქიზმული სტრუქტურა (როგორც ანტიქართული, ისე ანტირუსული) თვითონ სეპარატისტულ აფხაზეთში, ეგრედ წოდებული „აფხაზეთის მართლმადიდებლური მეტროპოლია“. ანუ, საძულველი ქართული წარწერების ბერძნულად შეცვლა არის „პოლიტიკურად არამიზანშეწონილი“ და სხვა ძველი წერილობითი ენები ცოტა არსებობს.

„არქეოლოგ“ ფალსიფიკატორებს (შეიძლება მათ სპონსორებს) „იდეა“ მოუვიდათ, რომელიც სრულიად ჯდებოდა პოლიტიკურ კონიუქტურაში, განსაკუთრებით იმის შემდეგ, რაც აფხაზეთის „დამოუკიდებლობა“ სომეხი ნაციონალისტის ლავროვ-კალანტაროვის ხელით აღიარებულ იქნა ბაშარ ასადის მიერ სირიაში. არამეული ენა! ამ ენაზე ჯერაც საუბრბენ სირიის ქალაქ მაალულაში. ასე რომ, შესაძლებელია ქართული მემკვიდრეობის განადგურება და „რევერანსის“ გაკეთება ასადის მხარეს. ამასთანავე, არამეულიდან შორს არ არის სომხურამდე, სირიაში ხომ სომხები დიდი ხანია ცხოვრობენ.

შედეგად, სულ ცოტა ხნის წინ სეპარატისტულმა მედიამ, კერძოდ „სპუტნიკ აფხაზეთმა“ „სენსაცია წარადგინა“ - ოკუპირებულ ქალაქ ოჩამჩირეს მახლობლად, საიდანაც გაძევებულია მთლიანი ქართული მოსახლეობა, „იპოვეს“ არამეული წარწერა: „სკაკოვი ოჩამჩირეში აღმოჩენილი წარწერის შესახებ: ენა, რომელზეც იესო საუბრობდა“ (https://sputnik-abkhazia.ru/radio/20190809/1028150026/Skakov-o-zapisi-na-Ochamchyrskoy-nakhodke-yazyk-na-kotorom-govoril-Iisus.html)
„აფხაზმა და რუსმა მეცნიერებმა ოჩამჩირეს მახლობლად გათხერბისას აგვისტოს დასაწყისში იპოვეს თიხის ფილა წარწერით უცნობ ენაზე.

„წარწერა შესრულებულია არამეულად, სახარების ენაზე, რომელზეც საუბრობდა იესო ქრისტე. გარდა ამისა, ასევე ეს არის ენა ბიზანტიის უმრავლესი ნაწილის, სუნიტური ირანისა და ამიერკავკასიის ენა.

წარწერაზე არამეული ანბანის პირველი შვიდი ასოა. ის არის შესრულებული პლინთაზე, აგურზე, რომელიც გამოყენებულია მონასტრის აშენებისთვის. ამ აგურის თარიღია ჩვ.წ VI საუკუნე. აქამდე არამეულ წარწერებზე არაფერი იყო ცნობილი, ანუ აღმოჩენილი იყო ცალკეული ასოები, მაგრამ არა წარწერა. და რაც მთავარია კიდევ, ეს არის თავისებური ხელწერა“, - თქვა არქეოლოგმა.

არქეოლოგის თქმით, აგური აგებული იყო ადგილობრივი ხელოსნის მიერ, მან აგურის დაწვამდე იგი ნედლეულ თიხაზე დაწერა.

„წარწერა მეტყველებს იმაზე, რომ აქ იცოდნენ არამეული ენა, მოწმობს ამ პერიოდში აფხაზეთის ფართო საერთაშორისო კავშირებზე, იმაზე, რომ, როგორც ახლა, სხვადასხვა ეროვნების ხალხი ცხოვრობდა. ეს ძალზედ მნიშვნელოვანია, იმიტომ, რომ ეს არის ახალი სიტყვა მეცნიერებაში“, - თქვა სკაკოვმა.

არქეოლოგიურ გათხრებს ახორციელებენ რუსეთის მეცნიერებათა აკადემიის არქეოლოგიისა და აღმოსავლური კვლევების ინსტიტუტი, აფხაზეთის სახელმწიფო მუზეუმი და აფხაზეთის ჰუმანიტარული კვლევების ინსტიტუტი”.

ფალსიფიკაციებში ყურადღებას იპყრობს „ახალი სიტყვა“. ახლა „ძველ წარწერებს“ არ ტვიფრავენ ქვებზე, არამედ ხატავენ ნედლ აგურებზე, რომელსაც შემდეგ წვავენ და წარმოადგენენ, როგორც „ძველს“. გასაგებია, რომ დამოუკიდებელი ექსპერტები ადვილად დაამტკიცებენ მსგავს სიყალბეს. ამიტომ, საეჭვოა, რომ ასეთი „სენსაციური არმოჩენები“ არქეოლოგ-სეპარატისტებმა ჩაუგდონ დამოუკიდებელ მეცნიერებს ხელში.

ალბათ, მათ საგულდაგულოდ შეინახავენ, ისევე, როგორც, მაგალითად, დანგრეულ აზერბაიჯანულ ირევანში, სომხეთის ახლანდელ დედაქალაქში, რასაც ინახავენ და არ სურთ, რომ დამოუკიდებელმა ექსპერტებმა ნახონ აშკარად ფალსიფიცირებული „ძველი თიხის ფილები“ „ერებუნის“ დაფუძვნის შესახებ.

ისე, სავარაუდოდ, სეპარატისტულ აფხაზეთში არამეული „უძველესი წარწერის“ შემდეგ, ძალიან ცოტა დარჩა ლოდინი ახალი „სენსაციური აღმოჩენის“ გამოჩენამდე, ამჯერად „ძველი სომხური წარწერის“.



KavkazPlus

წაკითხულია : 397


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები