საზოგადოება

დღეს მარიამობის მარხვა დაიწყო

14.08.19 11:15


დღეს მარიამობის მარხვა დაიწყო, რომელიც 28 აგვისტოს დასრულდება.

მარიამობის მარხვა დაკავშირებულია ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის მიძინებასთან, რომელსაც წმინდა ეკლესია ახალი სტილით 28 აგვისტოს აღნიშნავს.

მართლმადიდებელმა ეკლესიამ დღესასწაულის საყოველთაო აღნიშვნა მოგვიანებით, დაახლოებით X-XI საუკუნეებიდან დაიწყო. სამეცნიერო ლიტერატურაში მითითებულია, რომ ანტიოქიის ეკლესიაში მიძინების მარხვა 1060 წელს პატრიარქ იოანესა და იმპერატორ კონსტატინე დუკას გადაწყვეტილებით დადგინდა.

მარიამობის მარხვა მძიმეა, თევზით ხსნილდება მხოლოდ ფერიცვალების დღესასწულზე, 19 აგვისტოს.





წყარო : /www.newposts.ge/

წაკითხულია : 271


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები