ანალიტიკა

ვილსონი და რუქა „სომხური ჯავახკით“

14.08.19 18:45


8 აგვისტოს 11 წელი შესრულდა რუსეთ-საქართველოს შეიარაღებული კონფლიქტის დაწყებიდან, 10 აგვისტოს კი - 99 წელი შეუსრულდა სევრის სამშვიდობო ხელშეკრულებას, რომლის რატიფიცირებაც თურქეთმა არ მოახდინა და რომელიც ძალაში არ შესულა, მაგრამ შექმნა მაშინდელი ამერიკის პრეზიდენტის ვუდრო ვილსონის მიწოდებით „დიდი სომხეთი“ თურქული ტერიტორიების ხარჯზე.

თითქოს და ამ თარიღებს შორის კავშირი არ არის, მაგრამ სევრის სამშვიდობო ხელშეკრულების გახსენებისას სომეხი ნაციონალისტები ხშირად ანიშნებენ იმ დროის მჭევრმეტყველ პლაკატზე, რომელიც ასახიერებს მაშინდელ ამერიკის პრეზიდენტს ვუდრო ვილსონს.

ვილსონი განსახიერებულია ე.წ რუქასთან „ვილსონის სომხეთთან“ ერთად (http://www.yerkramas.org/images/photos/albom52/51744_large.jpg ). მასზე წითელი ფერით აღნიშნულია ტერიტორიები, რომლების გადაცემაც სომხებისთვის უნდოდათ და ამ სომხურ ტერიტორიებს შორის განსაკუთრებული გამოკვეთილი წითელი ფერით გაფერადებულია ქართული სამცხე-ჯავახეთი, ან როგორც მას სომეხი ნაციონალისტები უწოდებენ „ჯავახკი“. ანუ, სომეხი ნაციონალისტები ეჭვის ქვეშ არ აყენებენ? რომ ვუდრო ვილსონი მისცემდა ამ ტერიტორიას სომხებს.

გარდა ამისა, გვსურს შეგახსენოთ სკანდალური განცხადება კანადაში სომხეთის ყოფილი ელჩის არა პაპიანის, რომელიც ერთი კვირის წინ (!) იქნა გაჟღრებული 8 აგვისტოს მოვლენებამდე 2008 წელს, როდესაც კრემლმა და კრემლზე ზეგავლენის მქონე სომხურმა ლობიმ ძალიან კარგად იცოდა რაც იყო მოსალოდნელი, კერძოდ რუსული არმიის შეჭრა საქართველოში და საქართველოს მნიშვნელოვანი ნაწილის ოკუპაცია.

და ზუსტად ამ დროს, სომხეთის ყოფილმა ელჩმა კანადაში დააყენა საკითხი „ჯავახკის კუთვნილებისა“, რაც დააფიქსირა სომხურმა მედია საშუალებებმა, კერძოდ panarmenian.net (http://www.panarmenian.net/rus/world/news/26675/):

„თანამედროვე საქართველოს არ აქვს არანაირი უფლება ჯავახკზე, რადგან 1918 წელს სომხეთსა და საქართველოს ომის შემდეგ ორ სახელმწიფოს შორის არ იყო ხელმოწერილი არანაირი ხელშეკრულება სახელმწიფო საზღვრის შესახებ. ამის შესახებ ერევანში განაცხადა სოციალური კვლევების ცენტრის ხელმძღვანელმა “ Modus Vivendi”, სომხეთის ყოფილი ელჩი კანადაში, ისტორიკმა არა პაპიანმა. მან აღნიშნა, რომ სამხეთ კავკასიაში საზღვრების საკითხი, როგორც სომხეთ-თურქეთის საზღვრის საკითხი, უნდა იყოს გადაწყვეტილი საერთაშორისო სამართლის პრინციპზე დაფუძნებით აშშ-ს პრეზიდენტის ვუდრო ვილსონის მიერ საარბიტრაჟო გადაწყვეტილების განხორციელების გზით, ასევე ერთა ლიგის გათვალისწინებული პრინციპებით, 1920 წლის 24 თებერვალს.

არა პაპიანის სიტყვებით, სკკპ ცკ გადაწყვეტილება ჯავახკზე და ყარაბაღზე არ უნდა გახდეს საფუძველი იმისა,რომ სომხეთის საზღვრები გადახედილ იქნეს საქართველოსთან და სომხეთთან. მან ასევე აღნიშნა, რომ პოსტ-საბჭოთა საქართველოს ხელმძღვანელები უარყოფითად იყვნენ განწყობილნი საბჭოთა პერიოდის მიმართ და თვლიდნენ , რომ საბჭოთა პერიოდი იყო საგარეო ოკუპაციის პერიოდი. „თუ დღეს ვინმე კითხვის ნიშნის ქვეშ სვამს პარიზის კონფერენციის გადაწყვეტილებას სომხეთთან მიმართებაში, მაშინ ეს ადამიანი კითხვის ნიშნის ქვეშ სვამს მთლიანი ევროპისა და ახლო აღმოსავლეთის პოლიტიკურ და სამართლებრივ სისტემას“, -აღნიშნა მან. როგორც პაპიანმა განაცხადა, სპეციალური კომისიის ანგარიშში, რომელიც პარიზის კონფერენციის ფარგლებში მოქმედებდა და დაკავებული იყო სომხეთის საზღვრებით, ნათქვამი, რომ სომხეთსა და საქართველოს შორის სადავო ტერიტორიული საკითხების, აგრეთვე სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის, საზღვრების პრობლემა უნდა მოგვარდეს ერთა ლიგის კომიის გადაწყვეტილებით, რომელიც განსაზღვრავს საზღვრებს ეთნიკური მონაცემების საფუძველზე. ”ჯავახკის საქართველოში შეერთება განხორციელდა საოკუპაციო რეჟიმის ძალის გამოყენებით და დანაშაული არ შობს სამართალს”, - აღნიშნა არა პაპიანმა.

ჯავახკის კუთვნილების გამო სომხეთ-საქართველოს ომი დაიწყო 1918 წლის 5 დეკემბერს. თუმცა, ბრიტანეთის ინტერვენციის შედეგად, საომარი მოქმედებები შეწყდა 1918 წლის 31 დეკემბერს. 1919 წლის იანვარში, თბილისში გამართულ კონფერენციაზე მიღწეული იქნა შეთანხმება, რომლის თანახმად, მანამდე, სანამ ანტენტას უზენაესმა საბჭომ მიიღო გადაწყვეტილება საქართველო-სომხეთის საზღვარზე, ბორჩალის რაიონის ჩრდილოეთი ნაწილი გადაეცა საქართველოში, სამხრეთ ნაწილს სომხეთში, ხოლო შუა გამოცხადდა "ნეიტრალურ ზონად" (ლორი და ზანგზური) და ადმინისტრაციულად დაემორჩილა ინგლისის გენერალ-გუბერნატორს.. სომხეთსა და საქართველოში საბჭოთა ხელისუფლების დამყარების შემდეგ კვლავ წამოიჭრა ჯავახკის საკუთრების საკითხი. რეგიონის მოსახლეობის უმრავლესობა, პირველ რიგში, ახალქალაქის რეგიონი, მხარს უჭერდა ამ რეგიონს საბჭოთა სომხეთში შესვლას. ახალქალაქის რეგიონის კუთვნილების საკითხი გადაწყდა კავბიუროს ჯგუფის (ბ.) პლენუმზე 1921 წლის 7 ივლისს და გადაეცა განხილვისთვის საქართველოს კომუნისტური პარტიის ცენტრალურ კომიტეტს. ლორი შეუერთადა სომხეთს. 16 ივლისს, საქართველოს სსრ კომუნისტური პარტიის ცენტრალურმა კომიტეტმა მიიღო გადაწყვეტილება, რომ "ახალქალაქის რეგიონსა და ტიფლისს შორის არსებული პოლიტიკური და ეკონომიკური კავშირების გათვალისწინებით, სომეხი მეგობრების მიღება არ არის მისაღები". ჯავახკი გადასცეს საბჭოთა საქართველოს. პირველი მსოფლიო ომის დასრულების შემდეგ, პარიზის კონფერენციის ფარგლებში, რომლებმაც გადაწყვიტეს ომის შემდგომი ევროპისა და ახლო აღმოსავლეთის ბედი, 10 აგვისტოს სევრში ხელი მოეწერა სამშვიდობო ხელშეკრულებას, რომლის თანახმად, სომხეთი თანხმდებოდა დაექვემდებაროს აშშ-ისპრეზიდენტს ვუდრო ვილსონს საკუთარი საზღვრების არბიტრაჟთან დაკავშირებით, როგორც თურქეთთან ისე საქარველოსა და აზერბაიჯანთან”.

სომეხი ნაციონალისტების “მოგონებები“ სევრის ხელშეკრულებისა და ვუდრო ვილსონის შესახებ, სამცხე-ჯავახეთის საქართველოს რეგიონში სომხური სეპარატიზმი და აგრესია, რომელიც რუსეთის სომხური ლობის გავლენის ქვეშ იყო 2008 წლის აგვისტოში, ერთმანეთთან მჭიდრო კავშირშია.

როგორც ჩანს, საქართველომ მხოლოდ სასწაულით შეძლო 2008 წელს თავიდან აეცილებინა ტერიტორიის სრული დაშლა და სამცხე-ჯავახეთის დაკარგვა. უფრო ზუსტად, სავარაუდოდ, თურქეთის პოზიციამ, რომელმაც მიანიშნა, რომ სამხრეთ საქართველოს რუსეთის ფედერაციის მიერ ოკუპაცია 2008 წლის აგვისტოში (რომელსაც სომხური ლობი რუსეთს აიძულებდა) კატეგორიულად მიუღებელი იყო.

შედეგად, იმ დროს სომეხი ნაციონალისტები იძულებულნი გახდნენ „შეემცირებინათ თავიანთი მადა“ და განსაზღვრულიყვნენ სეპარატისტული აფხაზეთით, რომელიც იმ დროისათვის უკვე გადაქცეული იყო „სომეხთა სამფლობელოდ“. შეგახსენებთ, რომ სომხები უკვე შეადგენენ უმრავლესობას და 1992-1993 წლებში, იმავე სომეხმა ბოევიკებმა ბაგრამიანის ბატალიონიდან და სხვა წარმონაქმნებიდან განდევნეს ძირძველი ქართველი მოსახლეობა.

მაგრამ სომეხმა ნაციონალისტებმა არ დაივიწყეს თავიანთი პრეტენზია სამცხე-ჯავახეთის მიმართ. აგრეთვე სევრის ხელშეკრულების აღორძინების მცდელობები,რათა ხელში ჩაიგდონ უცხო მიწები: თურქული და ქართული.

ქართველ პოლიტიკოსებს ეს უნდა ახსოვდეთ სამხრეთ მეზობელთან ურთიერთობის დამყარებისას და განსაკუთრებით იმის გათვალისწინებით, თუ რამდენად ინფიცირებულია სამცხე-ჯავახეთი სეპარატისტული განწყობილებით იქ მცხოვრები სომეხი წარმომადგენლების მიერ.




KavkazPlus

წაკითხულია : 1189


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები