ეკონომიკა

პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოცულობა შემცირდა

15.08.19 13:10


დაზუსტებული მონაცემებით, საქართველოში განხორციელებული პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოცულობამ 2018 წელს $1.265 მლრდ შეადგინა, რაც 2017 წლის მონაცემებზე 35.5%-ით ნაკლებია.

შემცირების გამომწვევ ძირითად მიზეზებად საქსტატი მაგისტრალური გაზსადენის მშენებლობის დასრულებას, რამდენიმე საწარმოს საქართველოს რეზიდენტების საკუთრებაში გადასვლას, მოგება-ზარალის მაჩვენებლების დაზუსტებასა და საწარმოთა მხრიდან არარეზიდენტი პირდაპირი ინვესტორის მიმართ ვალდებულებების შემცირებას ასახელებს.

საქსტატმა, საერთაშორისო სავალუტო ფონდის რეკომენდაციებისა და მის მიერ შემოთავაზებული მეთოდოლოგიის საფუძველზე, განახორციელა სხვა არარეზიდენტებისგან მიღებული სესხების რეკლასიფიკაცია. შედეგად, შეიცვალა 2007-2018 წლების მონაცემები საქართველოში განხორციელებული პირდაპირი უცხოური ინვესტიციების შესახებ. როგორც ძველი ისევე ახალი მეთოდოლოგიით 2018 წელს განხორციელებული პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოცულობა 5 წლიან მინიმუმზეა.

2013 წლის შემდეგ ინვესტიციების შეფარდება მშპ-სთან 10%-ს პირველად ჩამოსცდა და ამჟამად 7.3%-ს შეადგენს, რაც 2017 წელთან შეადრებით 4.8%-ით ნაკლებია.

ინვესტორ ქვეყნებში $246 მლ-ით პირველ ადგილს აზერბაიჯანი ინარჩუნებს, თუმცა 2017 წელთან შედარებით მის მიერ საქართველოში განხორციელებული ინვესტიცია განახევრებულია. $146 მლნ-ით $208 მლნ-მდე შემცირდა ნიდერლანდების მიერ განხორციელებული ინვესტიციის მოცულობაც. მესამე ადგილზე $178 მლნ-ით ბრიტანეთი, საიდანაც ლების მაჩვენებელმა $67 მლნ-ს მიაღწია. ამავე პერიოდში აშშ-იდან ინვესტიციები $23 მლნ-ით, ხოლო ჩინეთიდან $56 მლნ-ით გაიზარდა.

სექტორების მხრივ პირვე ადგილზე $271 მლნ-ით ფინანსებია, მეორე ადგილზე $173 მლნ-ით მშენებლობა, ხოლო მესამეზე $163 მლნ-ით ტრანსპორტი და კავშირგაბმულობა.

პირველი 10 ინვესტორის სახელმწიფოდან 2018 წელს 6-ში კლება აღინიშნა, პირველი 9 სექტორიდან კლება დაფიქსირდა ასევე 6 სექტორში.

ინვესტიციების ტმოცულობის კლება 2019 წელსაც გაგრძელდა, პირველ კვარტალში FDI-ის მოცულობამ $287 მლნ შეადგინა, რაც გასული წლის ანალოგიურ მაჩვენებელთან შედარებით 11%-ით, 2017 წლის პირველ კვარტალთან შედარებით კი 30%-ით ნაკლებია.




წყარო : /www .pia.ge/

წაკითხულია : 199


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები