პოლიტიკა

სლოვაკეთის საგარეო საქმეთა მინისტრი აგვისტოს ომის 11 წლისთავს ეხმაურება

16.08.19 10:00


სლოვაკეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა მიროსლავ ლაიჩაკმა 2008 წლის აგვისტოს ომის 11 წლისთავთან დაკავშირებით „ტვიტერზე“ განცხადება გამოაქვეყნა.

„აგვისტოში საქართველო იხსენებს ომს და ომის მსხვერპლს. მათზე ფიქრის დროს მოვუწოდებ ყველა მხარეს მშვიდობისკენ, ხიდების აღდგენისა და ადგილობრივი მოსახლეობის ინტერესების წინ წამოწევისკენ. სტატუს-კვო მიუღებელია, ის ვინც კონფლიქტის შედეგად დაზარალდა, უკეთესს იმსახურებს“, - დაწერა მიროსლავ ლაიჩაკმა.





წყარო : IPN /www.interpressnews.ge/

წაკითხულია : 163


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები