საზოგადოება
16.08.19 11:15
ხევსურეთში, არხოტის ხეობაში, საქართველო-რუსეთის საზღვართან მდებარე სოფელ ამღის რეაბილიტაცია 2020 წელს დაიწყება, განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ მუცოში ყოფნის დროს.
პირიქითა ხევსურეთის ისტორიული სოფლის, ამღის გადასარჩენად გამოცემა „მთის ამბებმა“ კამპანია 24 ივლისს დაიწყო და სოფლის კომპლექსური რეაბილიტაციის მოთხოვნით პეტიცია შექმნა. პეტიციას ერთ დღეში ათასმა ადამიანმა მოაწერა ხელი, რის შემდეგაც ის საქართველოს მთავრობას წარედგინა განსახილველად.
ამღა არხოტის ხეობის ბოლო სოფელია, საქართველო-რუსეთის საზღვართან. საუკუნეების განმავლობაში ამღა ქვეყნის ერთ-ერთი ფორპოსტი იყო. ამ პატარა ისტორიულ სოფელში, სადაც მუდმივად წიკლაურების ორი ოჯახიღა ცხოვრობს, სულ 20-მდე ნაგებობაა, აქედან ექვსი კულტურული მემკვიდრეობის ძეგლია.
რაც შეეხება მუცოს, პრემიერ-მინისტრის განცხადებით, ფონდ „ქართუს“ დახმარებით იქ უკვე 16 კოშკია აღდგენილი.
„ეს იყო 5 წლიანი პროგრამა, უახლოეს მომავალში დასრულდება და მე მსურს ყველა ქართველს მოვუწოდო, რომ აუცილებლად ჩამოვიდეს მუცოში. ეს არის უნიკალური ადგილი და სიტყვებით წარმოუდგენელია ამ სილამაზის გადმოცემა. აქ გული მართლაც განსხვავებულად ძგერს. ეს არის სიამაყის საგანი მთელი საქართველოსთვის“, - განაცხადა ბახტაძემ.
პრემიერ-მინისტრმა მადლობა გადაუხადა ადგილობრივ მოსახლეობას, რომლებმაც „ყველაზე ძვირფასი, ჩვენი მთა, ჩვენი ტრადიციები, ჩვენი კულტურული ძეგლები“ შეინარჩუნეს.
„მუცო არის მაგალითი ჩვენი მრავალსაუკუნოვანი ისტორიის უწყვეტობის, რითაც თითოეული ჩვენგანი ასე ამაყობს და მე მსურს გულწრფელი მადლობა გადაგიხადოთ თითოეულ თქვენგანს“, - თქვა პრემიერმა.
პრემიერ-მინისტრის თქმით, ყველა ის მასშტაბური ინფრასტრუქტურული პროექტი, რომელიც დაწყებულია, უმოკლეს ვადებში დასრულდება.
წყარო : Sputnik საქართველო /www.sputnik-georgia.com/
წაკითხულია : 226
დატოვეთ კომენტარები
ახალი ამბები
-
18:0027.01.21
-
ეკატერინე ტიკარაძე - ველოდებით, რომ თებერვლის ბოლოს კორონავირუსის ვაქცინა იქნება საქართველოში
17:4027.01.21
-
17:2027.01.21
-
ამირან გამყრელიძე: ქვეყანაში დადებითობის მაჩვენებლები დინამიურად უმჯობესდება
17:0027.01.21
-
16:4027.01.21
-
16:2027.01.21
-
16:0027.01.21
-
საკადრი წმენდა პოლიციაში - რატომ დატოვეს თანამდებიბები შიდა ქართლისა და კახეთის პოლიციის უფროსებმა
15:4027.01.21
-
15:2027.01.21
-
კახა კალაძე - გამიხარდება, თუ ოპოზიციას პარლამენტში ვიხილავთ
15:0027.01.21
-
14:4027.01.21
-
14:2027.01.21
-
კახიშვილი ხელისუფლებას - თუ მცირე ბიზნესს არ ვხსნით, ალტერნატივად რას ვთავაზობთ?!
14:0027.01.21
-
დავით ზილფიმიანი ოპოზიციონერი დეპუტატებისთვის უფლებამოსილების შეჩერების წინააღმდეგია
13:4027.01.21
-
პარლამენტში რიგგარეშე სესია გაიხსნა
13:2027.01.21
-
ოპოზიციისთვის სადეპუტატო უფლებამოსილების შეწყვეტას მხარს არ დავუჭერდი - დავით სერგეენკო
13:0027.01.21
-
არჩილ თალაკვაძე - ძალიან მალე მოვა დრო, როცა ოპოზიციური ჯგუფები პარლამენტში ფრაქციებს შექმნიან
12:4027.01.21
-
ლაშა დარსალია ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების თანათავმჯდომარე ტოივო კლაარს შეხვდა
12:2027.01.21
-
NDI-ი თავის კვლევით ეუბნება, რომ საზოგადოებაში საშენო განწყობა არ არის - მდინარაძე ოპოზიციაზე
12:0027.01.21
-
11:4527.01.21
-
11:3027.01.21
-
საქართველომ ხელი შეუშალა სომეხი ოკუპანტებისთვის სამხედრო დახმარების გაგზავნას
11:1527.01.21
-
11:0027.01.21
-
ცერცვაძე: ზაფხულში სახელმწიფომ არ გამოიჩინა პრინციპულობა და მივიღეთ, რაც მივიღეთ
10:4527.01.21
-
საქართველოს დღეს ირანის საგარეო საქმეთა მინისტრი, მოჰამედ ჯავად ზარიფი ეწვევა
10:3027.01.21
-
"იმედი მაქვს მელია წინააღმდეგობას გაუწევს სააკაშვილს" - ხვიჩია
10:1527.01.21
-
როგორ „გაუშვა ხელიდან“ ნავალნი სომხურმა ლობიმ
10:0027.01.21
-
17:0026.01.21
-
რა შემთხვევაში აღდგება თბილისში მუნიციპალური ტრანსპორტი - გახარია პირობას ასახელებს
16:4026.01.21
-
16:2026.01.21
-
16:0026.01.21
-
"ჩვენ დავდივართ დანის პირზე"- ამირან გამყრელიძე ბიზნესს მიმართავს
15:3026.01.21
-
15:0026.01.21
-
ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რომ ზაფხულის ტურისტული სეზონი ავამუშავოთ - პრემიერი
14:4026.01.21
-
14:2026.01.21
-
ეკატერინე ტიკარაძე - ვაქცინას თებერვლის ბოლოს ველოდებით
14:0026.01.21