პოლიტიკა

„რუსეთს ჰკითხეთ“ - საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე მცოცავ რუსულ ოკუპაციასა და გუგუტიანთკარში შემქნილ ვითარებაზე

16.08.19 14:30


საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე აცხადებს, რომ საქართველოს ხელისუფლება გუგუტიანთკარში უკანონო ბორდერიზაციის შესაჩერებლად ყველაფერს აკეთებს. ამასთან, ლაშა დარსალიას განცხადებით, მიმიდნარეობს ინტენსიური მუშაობა საერთაშორისო საზოგადოებასა და დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებთან, რათა რუსმა ოკუპანტებმა ქართული მიწის მიტაცება შეაჩერონ.

კითხვაზე, თუ რატომ ვერ ხერხდება რუსი ჯარისკაცების მიერ მცოცავი ოკუპაციის შეჩერება, მინისტრის მოადგილე პასუხობს: „ეს რუსეთს უნდა ჰკითხოთ“.

„ზოგადად, რუსეთი ახორციელებს ბორდერიზაციის პროცესს ზეწოლის მიზნით... რუსეთს უნდა ჰკითხოთ, რას აპირებს მომავალში, ჩვენ ვთქვით, რომ ამჟამად ბორდერიზაციის პროცესი შეჩერებულია და სახელმწიფო ყველა თავის ხელთ არსებულ მექანიზმს ამუშავებს, რომ ეს პროცესი არ გაგრძელდეს“, - განაცხადა დარსალიამ.

საგარეო უწყების წარმომადგენელი ამბობს, რომ ამ ეტაპზე საქართველოსთვის მნიშვნელოვანი საერთაშორისო საზოგადოების მხრიდან გამოხატული მხარდაჭერაა.

„გვაქვს რუსეთის ფედერაციასთან საქმე, ძალიან მნიშვნელოვანია საქართველოსთვის, პირველ რიგში, საერთაშორისო საზოგადოების მხარდაჭერა, ძალიან მნიშვნელოვანია ის, რომ საერთაშორისო დღის წესრიგში ოკუპაციის საკითხი იდგეს პირველ პლანზე და მოგეხსენებათ, ბოლო დღეების განმავლობაში, გაკეთდა ძალიან მნიშვნელოვანი განცხადებები ჩვენი პარტნიორების მხრიდან“, - ამბობს დარსალია.





წყარო : /www.newposts.ge/

წაკითხულია : 262


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები