პოლიტიკა
16.08.19 15:30
“მე ჯერჯერობით ცოცხალი ვარ და შემიძლია, ზუსტად მოგიყვეთ, რა მამოძრავებდა, რა იყო მიზეზები და ეს არაერთხელ მომიყოლია, მაგრამ ის ბრალდება, რომ თურმე ჩვენ დავიწყეთ ომი იმის გამო, რომ მე მქონდა შერყეული პოლიტიკური სიტუაცია საქართველოში, გათვლილია კლინიკურ იდიოტებზე და უბრალოდ სკლეროზიან ადამიანებზე.
2007 წელს ჩვენ წინააღმდეგ მართლაც იყო გამოსვლები, მე გადავდექი, განსხვავებით ამათგან და ახალი საპრეზიდენტო არჩევნები მოვიგეთ და შემდეგ რამდენიმე თვეში, ვისაც არ ახსოვს, მინდა შევახსენო, მოვიგეთ უზარმაზარი უპირატესობით საპარლამენტო არჩევნები და გვქონდა ერთპიროვნული კონსტიტუციური უმრავლესობა. ჩვენს ხელისუფლებას საერთოდ არაფერი ემუქრებოდა. სწორედ მას შემდეგ, რაც რუსეთმა ამოწურა ყველა საშუალება შიდადესტაბილიზაციის, პროვოკაციის, ყველაფერ ამის შემდეგ, როცა ჩვენ განვიმტკიცეთ ხელისუფლება, პუტინმა გადაწყვიტა საქართველოზე თავდასხმა.
ჩვენ კი არ დავესხით რუსეთს თავს, იმიტომ რომ ხელისუფლება შეგვერყა, პირიქით, იმის გამო, რომ განვამტკიცეთ ხელისუფლება, რუსეთმა გადაწყვიტა ჩვენზე თავდასხმა. ეს არის სიმართლე ”
ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი 2008 წლის აგვისტოს ომზე იმედის მიერ გადაღებულ ფილმს ეხმაურება. ფილმი, სახელწოდებით "ჩვენ მოვიგებთ სხვის დაწყებულ ომს", TV იმედმა 12 აგვისტოს გამოაქვეყნა. 36-წუთიანი ფილმი რუსული პროპაგანდის კლასიკურ გზავნილებს მოიცავს, რომლის მიხედვითაც, 2008 წლის აგვისტოს ომი ქართულმა მხარემ დაიწყო და რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმირ პუტინი იძულებული გახდა, ამ ომში მონაწილეობა მიიღო. კრიტიკის შემდეგ, 15 აგვისტოს, იმედის ჟურნალისტების ნაწილმა ფილმი გააპროტესტა. ისინი ერთნაირი ტექსტით გაემიჯნენ "ფილმის ერთ-ერთ მთავარ ხაზს". ფილმი არხის ოფიციალური Facebook გვერდიდან 15 აგვისტოს საღამოს წაიშალა, თუმცა Youtube-ის არხზე კვლავ რჩება.
წყარო : /www.tabula.ge/
წაკითხულია : 100
დატოვეთ კომენტარები
ახალი ამბები
-
18:0027.01.21
-
ეკატერინე ტიკარაძე - ველოდებით, რომ თებერვლის ბოლოს კორონავირუსის ვაქცინა იქნება საქართველოში
17:4027.01.21
-
17:2027.01.21
-
ამირან გამყრელიძე: ქვეყანაში დადებითობის მაჩვენებლები დინამიურად უმჯობესდება
17:0027.01.21
-
16:4027.01.21
-
16:2027.01.21
-
16:0027.01.21
-
საკადრი წმენდა პოლიციაში - რატომ დატოვეს თანამდებიბები შიდა ქართლისა და კახეთის პოლიციის უფროსებმა
15:4027.01.21
-
15:2027.01.21
-
კახა კალაძე - გამიხარდება, თუ ოპოზიციას პარლამენტში ვიხილავთ
15:0027.01.21
-
14:4027.01.21
-
14:2027.01.21
-
კახიშვილი ხელისუფლებას - თუ მცირე ბიზნესს არ ვხსნით, ალტერნატივად რას ვთავაზობთ?!
14:0027.01.21
-
დავით ზილფიმიანი ოპოზიციონერი დეპუტატებისთვის უფლებამოსილების შეჩერების წინააღმდეგია
13:4027.01.21
-
პარლამენტში რიგგარეშე სესია გაიხსნა
13:2027.01.21
-
ოპოზიციისთვის სადეპუტატო უფლებამოსილების შეწყვეტას მხარს არ დავუჭერდი - დავით სერგეენკო
13:0027.01.21
-
არჩილ თალაკვაძე - ძალიან მალე მოვა დრო, როცა ოპოზიციური ჯგუფები პარლამენტში ფრაქციებს შექმნიან
12:4027.01.21
-
ლაშა დარსალია ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების თანათავმჯდომარე ტოივო კლაარს შეხვდა
12:2027.01.21
-
NDI-ი თავის კვლევით ეუბნება, რომ საზოგადოებაში საშენო განწყობა არ არის - მდინარაძე ოპოზიციაზე
12:0027.01.21
-
11:4527.01.21
-
11:3027.01.21
-
საქართველომ ხელი შეუშალა სომეხი ოკუპანტებისთვის სამხედრო დახმარების გაგზავნას
11:1527.01.21
-
11:0027.01.21
-
ცერცვაძე: ზაფხულში სახელმწიფომ არ გამოიჩინა პრინციპულობა და მივიღეთ, რაც მივიღეთ
10:4527.01.21
-
საქართველოს დღეს ირანის საგარეო საქმეთა მინისტრი, მოჰამედ ჯავად ზარიფი ეწვევა
10:3027.01.21
-
"იმედი მაქვს მელია წინააღმდეგობას გაუწევს სააკაშვილს" - ხვიჩია
10:1527.01.21
-
როგორ „გაუშვა ხელიდან“ ნავალნი სომხურმა ლობიმ
10:0027.01.21
-
17:0026.01.21
-
რა შემთხვევაში აღდგება თბილისში მუნიციპალური ტრანსპორტი - გახარია პირობას ასახელებს
16:4026.01.21
-
16:2026.01.21
-
16:0026.01.21
-
"ჩვენ დავდივართ დანის პირზე"- ამირან გამყრელიძე ბიზნესს მიმართავს
15:3026.01.21
-
15:0026.01.21
-
ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რომ ზაფხულის ტურისტული სეზონი ავამუშავოთ - პრემიერი
14:4026.01.21
-
14:2026.01.21
-
ეკატერინე ტიკარაძე - ვაქცინას თებერვლის ბოლოს ველოდებით
14:0026.01.21