პოლიტიკა

იაპონიის ელჩი საქართველოში : იაპონია აბსოლუტურად ეწინააღმდეგება საქართველოს საერთაშორისოდ აღიარებული საზღვრების შეცვლას

16.08.19 15:50


იაპონიის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი საქართველოში ტადაჰარუ უეჰარა სოფელ გუგუტიანთკარში იმყოფებოდა.

'მართლაც სამწუხაროა იმის დანახვა, თუ როგორ აღმოჩნდნენ ადგილობრივ მცხოვრებთა ოჯახები სხვადასხვა მხარეს ახალი ბარიერების აღმართვის გამო. შეშფოთებული ვარარსებული მდგომარეობით. იაპონია აბსოლუტურად ეწინააღმდეგება საქართველოს საერთაშორისოდ აღიარებული საზღვრების შეცვლას. იმედი მაქვს, რომ ეს გაურესებული მდგომარეობა უმოკლეს ხანში გამოსწორდება. ოჯახების გახლეჩვა მართლაც რომ სერიოზული პრობლემაა, და მე სრულიად მესმის და თანავუგრძნობ იმ ოჯახებს, რომლებსაც ეს განცალკევება შეეხოთ“,- განაცხადა ტადაჰარუ უეჰარამ.

ეს კომენტარი საქართველოში იაპონიის ელჩმა ტადაჰარუ უეჰარამ საოკუპაციო ხაზთან მდებარე სოფელ გუგუტიანთკარში გააკეთა, სადაც, საგარეო საქმეთა სამინისტროს ინიციატივით, დიპლომატიური კორპუსი წარმომადგენლები, მინისტრის მოადგილის ლაშა დარსალიასა და სამინისტროს სხვა ხელმძღვანელ პირებთან ერთად, რუსეთის საოკუპაციო ძალების უკანონო ქმედებების ადგილზე გასაცნობად ჩავიდნენ.





წყარო : /www .pia.ge/

წაკითხულია : 82


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები