პოლიტიკა

ესტონეთის ელჩი: მოვლენათა ის განვითარება, რასაც დღეს ჩვენ გუგუტიანთკარში ვხედავთ, ძალიან შემაშფოთებელია,

16.08.19 16:10


საგარეო საქმეთა სამინისტროს ინიციატივით საოკუპაციო ხაზთან მდებარე სოფელ გუგუტიანთკარში თბილისში აკრედიტებული დიპლომატიური მისიების წარმომადგენლები ჩავიდნენ.

მათ ადგილზე იხილეს საოკუპაციო ძალების მიერ ხელოვნური ბარიერების აღმართვის უკანონო პროცესი და შექმნილი რთული ჰუმანიტარული ვითარება.

„ესტონეთი საერთაშორისო სამართლის აქტიური დამცველია და მხარს უჭერს საქართველოს სუვერენიტეტს და ტერიტორიულ მთლიანობას.

მოვლენათა ისგანვითარება, რასაც დღეს ჩვენ აქ ვხედავთ ძალიან შემაშფოთებელია, არა მხოლოდ პოლიტიკურ ჭრილში, რაც გულისხმობს მცოცავ ანექსიას, არამედჰუმანიტარული თვალსაზრისისთაც. ამ ვითარებაში მნიშნელოვანია საერთაშორისო თანამეგობრობის ჩართულობა“ - განაცხადა საქართველოში ესტონეთის ელჩმა კაი კაარელსონმა.




წყარო : /www .pia.ge/

წაკითხულია : 73


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები