საზოგადოება

მამუკა ბახტაძე გამოქვეყნებულ საარსებო მინიმუმზე: ჩემი გადასახედიდან, ეს საკმარისი ნამდვილად არ იქნება

16.08.19 17:10


ჩემი აზრით, ეს არ შეესაბამება იმას, რაც უნდა არსებობდეს,- ასე უპასუხა პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ საშუალო მომხმარებლის საარსებო მინიმუმთან დაკავშირებით გამოქვეყნებულ მონაცემებზე ჟურნალისტების მიერ დასმულ კითხვას.

მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, რომ კითხვას, საარსებო მინიმუმის დაანგარიშების მეთოდოლოგიასთან დაკავშირებით, დეტალური პასუხი “საქსტატმა” უნდა გასცეს.

“წინა სტატისტიკის გამოქვეყნების დროსაც განვაცხადეთ, რომ არსებობს საერთაშორისო მეთოდოლოგია, რომლის მიხედვითაც “საქსტატი” ითვლის ამ ყველაფერს. ამაზე “საქსტატმა” უნდა გასცეს დეტალური პასაუხი. ჩემი გადასახედიდან, ეს საკმარისი ნამდვილად არ იქნება”,- განაცხადა პრემიერმა.




წყარო : /www .pia.ge/

წაკითხულია : 82


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები