პოლიტიკა

ნინო ბურჯანაძე - საქართველომ დსთ-ს დატოვებით შეცდომა დაუშვა

19.08.19 10:45


„ერთიანი საქართველო - დემოკრატიული მოძრაობას“ ლიდერი ნინო ბურჯანაძე მიჩნევს, რომ საქართველომ შეცდომა დაუშვა და არავითარი სარგებელი არ მიუღია იმისგან, რომ ათი წლის წინ დამოუკიდებელ სახელმწიფოთა თანამეგობრობა დატოვა. ამის შესახებ ბურჯანაძემ რუსულ სააგენტო „რია ნოვოსტის“ განუცხადა.

„მე ქვეყნის დსთ-დან გასვლის ვერავითარ სარგებელს ვერ ვხედავ. საქართველომ კარი გამოიჯახუნა და ეს იყო მხოლოდ პოლიტიკური ჟესტი. პოლიტიკაში ასეთ გადაწყვეტილებებს კარგი არაფერი მოაქვთ. რაც შეეხება ზიანს, ეს იყო მოლაპარაკებათა არენა, ეს რუს კოლეგებთან შეხვედრის საშუალებას იძლეოდა. ჩემი აზრით, საჭირო იყო პირიქით, დსთ-ს ველის მაქსიმალურად გამოყენება ყველა პრობლემის გასაჟღერებლად, რომლებიც გვაწუხებს და დსთ-ს ლიდერებში მხარდაჭერა გვეძებნა“ ,- განაცხადა ბურჯანაძემ.

მისი თქმით, საქართველომ თავისი გადაწყვეტილებით შეცდომა დაუშვა, რადგან თანამეგობრობაში ყოფნა მის სუვერენიტეტს არ ზღუდავდა.

„ეს იყო მხოლოდ პოლიტიკური ნაბიჯი, რომელმაც აჩვენა, რომ აი, გამოვედით მათი სფეროდან, სადაც რუსეთია დომინანტი“ - განაცხადა პარტიის ლიდერმა.

საქართველოს მიერ დსთ-ს დატოვებიდან 18 აგვისტოს 10 წელი გავიდა. 2009 წლის 18 ასგვისტოს საქართველომ დამოუკიდებელ სახელმწიფოთა თანამეგობრობა ოფიციალურად დატოვა.




წყარო : IPN /www.interpressnews.ge/

წაკითხულია : 181


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები