ეკონომიკა

საქართველოში საერთაშორისო ვაჭრობის ეროვნული კომიტეტი შეიქმნა

19.08.19 11:45


საქართველოს მთავრობამ საერთაშორისო ვაჭრობის ხელშეწყობის ეროვნული კომიტეტი შექმნა - პირველი სხდომა ქვეყნის ფინანსთა სამინისტროში გაიმართა, ნათქვამია უწყების Facebook-გვერდზე.

კომიტეტის თავმჯდომარეა ფინანსთა მინისტრის მოადგილე ლაშა ხუციშვილი. ეს კომიტეტი წარმოადგენს უწყებათაშორისი თანამშრომლობის მუდმივმოქმედ სათათბირო ორგანოს.

კომიტეტი - ეს საკონსულტაციო პლატფორმაა, რომლის მეშვეობით კერძო და სახელმწიფო სექტორების წარმომადგენლები თავიანთ საპარტნიორო ურთიერთობებს განავითარებენ.

კომიტეტი შეიმუშავებს რეკომენდაციებს და მას მთავრობას განსახილველად წარუდგენს, რათა საერთაშორისო ვაჭრობასთან დაკავშირებული რეგულაციები მაქსიმალურად გამარტივდეს.

შეხვედრაზე მხარეებმა განიხილეს ვაჭრობის ხელშეწყობის შეთანხმებით გათვალისწინებული ვალდებულებები, მათი შესრულების საკითხები, ახალი საბაჟო კანონმდებლობა, ასევე უფლებამოსილი ეკონომიკური ოპერატორის ინსტიტუტის დანერგვის საკითხები.

კომიტეტის მოვალეობაში შედის ასევე ვაჭრობის მსოფლიო ორგანიზაციის რეკომენდაციების გათვალისწინება.

Doing Business-2019-ის ანგარიშის თანახმად, საქართველოს კატეგორიაში „საერთაშორისო ვაჭრობა" მსოფლიოში 43-ე ადგილი უკავია.

საქართველო პროდუქციის გასაღების ბაზრებს აფართოებს

საქართველო და ინდოეთი დაიწყებენ მოლაპარაკებებს თავისუფალი ვაჭრობის შესახებ - კვლევამ აჩვენა, რომ საქართველოსა და ინდოეთს შორის თავისუფალი ვაჭრობა ორივე მხარისთვის მომგებიანი იქნება, ნათქვამია 2018 წლის 12 იანვრით დათარიღებულ საქართველოს ეკონომიკის სამინისტროს განცხადებაში.

თავისუფალი ვაჭრობის შესაძლებლობის კვლევის დაწყების მიზანშეწონილობის შესახებ შეთანხმება საქართველომ და ინდოეთმა 2017 წლის აპრილში გააფორმეს.

ბოლო პერიოდში საქართველომ თავისუფალი ვაჭრობის შესახებ ხელშეკრულებები გააფორმა ევროკავშირთან, ევროპის თავისუფალი ვაჭრობის ასოციაციის (EFTA) წევრ ქვეყნებთან, თურქეთთან, ჰონგ-კონგთან და ჩინეთთან. გარდა ამისა, მიმდინარეობს განხილვა მსგავსი ხელშეკრულებების იაპონიასთან და აშშ-თან გაფორმების შესაძლებლობაზე. უკვე დაწყებულია წინასწარი კონსულტაციები დიდ ბრიტანეთთან Brexit-ის შემდეგ თავისუფალი ვაჭრობის რეჟიმის თაობაზე მოლაპარაკებების შესაძლებლობასთან დაკავშირებით.




წყარო : Sputnik საქართველო /www.sputnik-georgia.com/

წაკითხულია : 199


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები