პოლიტიკა

"ზურაბიშვილის დუმილი და არაფრის კეთება რუსეთის ფედერაციის ოკუპაციური პოლიტიკისთვის წყლის დასხმას ნიშნავს" - ხატია დეკანოიძე

19.08.19 13:30


რუსი ოკუპანტების გუგტიანთკარში გამოჩენას და სადერმაკაციო სამუშაოების განახლებას საქართველოს პრეზიდენტის ადგილზე არ ჩასვლას "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" წევრი ხატია დეკანოიძე კრიტიკულად აფასებს.

მისი თქმით, სალომე ზურაბიშვილი საკუთარი ქვეყნის ინტერესების წინააღმდეგ მოქმედებს.

„ამას ჩვენ არ შეგვიძლია ვუწოდოთ, მხოლოდ სალომე ზურაბიშვილის მავნებლური უგუნურობა, ეს არის რეალურად საკუთარი ქვეყნისთვის მიზანმიმართული ზიანის მოტანა, საკუთარი ქვეყნის ეროვნული ინტერესების დაზიანება, საკუთარი ქვეყნის უსაფრთხოების ინტერესების დაზიანება, როდესაც პრეზიდენტი, რომელსაც კონსტიტუციით ევალება რეაგირება მოახდინოს და იყოს პირველი პირი, რომელიც საერთაშორისო თანამეგობრობას გააგებინებს მართლაც იმ ადამიანური ტრაგედიების შესახებ და ჩვენი ქვეყნის სუვერენიტეტის დაზიანების შესახებ რუსეთის ფედერაციის მხრიდან, ამ დრომდე არათუ საერთაშორისო პრესას და საერთაშორისო თანამეგობრობას, საკუთარ მოქალაქეებსაც არ ესაუბრება. რეალურად, სალომე ზურაბიშვილის დუმილი და არაფრის კეთება, ხელისუფლების უმაღლესი წარმომადგენლების დუმილი და არაფრის კეთება და ადგილზე იქ ჩაუსვლელობა და ამ დრომდე ეს ადამიანები ითხოვენ, რომ პრემიერ-მინისტრი და საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე და პრეზიდენტი ჩავიდნენ და გაესაუბრონ ამ ადამიანებს, ზუსტად, ნიშნავს რუსეთის ფედერაციის ოკუპაციური პოლიტიკისთვის წყლის დასხმას და ზუსტად ნიშნავს იმას, რომ ეს მათი ინტერესი და უმოქმედობა ემთხვევა ზუსტად, რუსეთის ფედერაციის ინტერესებს" - აღნიშნა დეკანოიძემ.





წყარო : /www.newposts.ge/

წაკითხულია : 199


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები